24
Jul
2019

გადაარჩინე სამსახურზე მიჯაჭვული მეგობარი – Old Spice-ის კამპანია

24 Jul 2019

Elit Electronics
Elit Electronics


18-დან 34 წლამდე მამაკაცების ნახევარი, მეგობრებთან ერთად გასართობად ვერ მიდის. როგორც წესი, მიზეზად ან გვიანობამდე მუშაობას ან საკუთარი თავისთვის განკუთვნილ დროს ასახელებს. Old Spices-ს ეს მიზეზები არასერიოზულად მიაჩნია და ასეთ მამაკაცებს უწოდებს “დაცემულ ძმებს, რომლებიც თანამედროვე ცხოვრების ბრძოლის ველზე გაუნძრევლად წვანან”. გამოკითხვაში, რომელიც “ოლდ სფაისმა” ჩაატარა, 79% აღნიშნავს, რომ ისინი მეგობრებთან ნაკლებ დროს ატარებენ. მათგან 92% ამბობს, რომ ძველებური დროსტარება ძალიან ენატრება. ამ პრობლემასთან საბრძოლველად კი ასეთი მამაკაცების მეგობრებს მიმართავს და დახმარებისკენ მოუწოდებს. სააგენტო Wieden + Kennedy Portland-მა შექმნა ვიდეორგოლების სერია, სადაც მხსნელად ერთგული მეგობარი გვევლინება.

 

 

განხილვა