in

Working With Cancer — რა დილემას აწყდებიან ადამიანები დიაგნოზის დასმის შემდეგ?

მსოფლიოში, სადაც სიმსივნის დიაგნოზი არც ისე იშვიათია, Publicis Foundation ქმნის პირველ ინდუსტრიულ კოალიციას, რათა დაავადებასთან დაკავშირებული სტიგმა აღმოფხვრას. საუბარია დილემაზე, როდესაც სიმსივნის მქონე ადამიანი არ ამხელს საკუთარ პრობლემას, რადგან სამსახურის დაკარგვის ეშინია.

კამპანიის ინიციატივას კი რეალური ისტორიები უდევს საფუძვლად… 2022 წლის აპრილში Publicis-ის აღმასრულებელ დირექტორს, არტურ სადუნს, კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. თავისი მდგომარეობის გასაჯაროების შემდეგ, მან ათასობით წერილი მიიღო — პაციენტები წერდნენ, რომ ეშინოდათ როგორც დაავადების გამწვავების, ისე სამსახურის დაკარგვის. ხოლო სტატისტიკის მიხედვით, კიბოთი დაავადებულთა 50%-ს ეშინია, დამსაქმებელს დიაგნოზის შესახებ აცნობოს.

ვიდეორგოლშიც ასეთი ადამიანების ისტორიებია ნაჩვენები — თითქოს, ვერავინ შეატყობს მათ, რომ რაღაცაზე დარდობენ, რაღაც აწუხებთ და ყოველდღიურად იბრძვიან სიცოცხლისთვის… ცხადია, უთქმელობა სტრესსაც იწვევს და ისინი ვეღარ ხვდებიან, რისი უფრო ეშინიათ: დაავადების თუ სამსახურის დაკარგვის, კოლეგებისგან ნეგატიური დამოკიდებულების მიღების.

ნაახალწლევს, სხვადასხვა ქალაქში გადაადგილება ბევრად კომფორტულია, თუ inDrive.Intercity-ს მოსინჯავ

უალკოჰოლო ლუდი Heineken-ისა და Marvel-ის კამპანიის მთავარ გმირად გვევლინება