in

ვორქშოპი ბანკნოტების დიზაინზე 20 აპრილს ჩატარდება

20 აპრილს საქართველოს ეროვნულ ბანკში კომპანია „Koenig & Bauer“-ის წარმომადგენლები ბანკნოტების დიზაინთან დაკავშირებით ვორქშოპს გამართავენ. აღნიშნულ ვორქშოპზე განხილული იქნება ბანკნოტის დიზაინის შექმნის თავისებურებები და მისი ტექნიკური დეტალები ბეჭდვის პროცესში.

ვორქშოპში მონაწილეობის მიღება შეუძლია გრაფიკოს დიზაინერს ან/და ნებისმიერი საგანმანათლებლო საფეხურის გრაფიკული დიზაინის მიმართულების სტუდენტს.

ვორქშოპში მონაწილეობის მსურველთა განაცხადები 12 აპრილის ჩათვლით მიიღება. მონაწილეობისათვის აუცილებელია, აპლიკანტმა წარმოადგინოს რეზიუმე (CV) ინგლისურ ენაზე ელ. ფოსტაზე  ([email protected]). მთლიანობაში 15 მონაწილე შეირჩევა. ვორქშოპი კი 20 აპრილს ეროვნული ბანკის სათავო ოფისში ინგლისურ ენაზე ჩატარდება.

დეტალებისთვის ეწვიეთ ბმულს.

ფენტეზით გაჟღენთილი კამპანია, რომელზეც AI-მ იმუშავა

Amazon-ის გადაწყვეტილებით, DPReview 10 აპრილიდან უქმდება