in

რა შესაძლებლობებს ქმნის საერთაშორისო პლატფორმა DevelopmentAid ქართველი ტალანტებისთვის

საქართველოში აქტიურად იზრდება უცხოური კომპანიები წარმომადგენლების რიცხვი. მათ შორისაა DevelopmentAid – პლატფორმა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში უკვე ერთი წელია ოპერირებს. კომპანიის სათაო ოფისი მოლდოვაში მდებარეობს და საერთაშორისო ბაზარზე, ბიზნეს ინტელექტისა და რეკრუტირების სერვისებს სთავაზობს ფინანსურ სააგენტოებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, საკონსულტაციო კომპანიებს და დეველოპმენტის სექტორის პროფესიონალებს აცნობს საჭირო ინფორმაციას. DevelopmentAid-მა ათასობით კომპანია და სპეციალისტი დააკავშირა ერთმანეთს თავისი შუამავალი პლატფორმის დახმარებით, რაც მათ ეფექტიან განვითარებაში ეხმარებათ. ამ ინტერვიუში, DevelopmentAid-ის კარიერული ცენტრის დირექტორი, ირინა ბოგდარენკო გვიამბობს, თუ რა შესაძლებლობებს ქმნის კომპანია ქართველი ტალანტებისთვის.

M: რა სერვისებს უზრუნველყოფს DevelopmentAid?

DevelopmentAid უზრუნველყოფს ისეთი სახის მომსახურებებს, რომლებიც მორგებულია მისი მომხმარებლების საჭიროებებზე. პლატფორმა გთავაზობთ მხარდაჭერას რამდენიმე ძირითად სფეროში, მათ შორის, ბიზნესის ზრდაში, კარიერულ განვითარებასა და საერთაშორისო პროექტებზე დასაქმებაში.

კარიერული ცენტრი, რომელსაც კარიერული მრჩევლები უძღვებიან, ინდივიდუალურ კონსულტანტებს ეხმარება დასაქმებაში, შესაბამისი სერვისების, ორგანიზაციებისა და დამატებითი შესაძლებლობების შესახებ ინფორმირებით. ჩვენი გუნდის დახმარებით, კონსულტანტები თავიანთი პროფესიული CV-ის დახვეწასა და პოტენციურ დამსაქმებლებამდე მიწოდებას ახერხებენ.

საკონსულტაციო კომპანიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ჩვენი ბიზნესის განვითარების დეპარტამენტი აწვდის ინფორმაციას ტენდერებზე, პოტენციურ პარტნიორებზე, დაჯილდოებებზე, საკონსულტაციო ანაზღაურებაზე, ოფიციალურ დოკუმენტაციაზე, მონაცემთა ბაზებზე – ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა მათთვის.

M: როგორია კომპანიის სამიზნე აუდიტორია?

DevelopmentAid-ის პირველადი სამიზნე აუდიტორია მოიცავს საერთაშორისო აქტორებს, მათ შორის, ინდივიდუალურ კონსულტანტებს, რომლებიც მუშაობენ განვითარების სექტორში, ასევე საკონსულტაციო ან საინჟინრო კომპანიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, საფინანსო სააგენტოებს და აკადემიურ ინსტიტუტებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება ვიწრო სეგმენტად მიიჩნიოთ, ჩვენი პლატფორმა ამაყობს 300,000-ზე მეტი ორგანიზაციის, 100,000+ ექსპერტისა და თითქმის 20,000 დონორის მონაცემთა ბაზით.

ჩვენი პლატფორმა მოიცავს საერთაშორისო დეველოპერული სექტორების ფართო და მზარდ სპექტრს, მათ შორის ადმინისტრირება, ფინანსები, ტრანსპორტი, განათლება, ჯანდაცვა და ა.შ. კვალიფიციური მონაცემთა ანალიტიკოსების გუნდთან ერთად, რომლებიც მონაცემებს 500-ზე მეტი წყაროდან ამუშავებენ, მრავალი ფილტრის წყალობით, უზრუნველვყოფთ, რომ მომხმარებლებმა ადვილად იპოვონ საჭირო ინფორმაცია და რამდენიმე წამში მიიღონ სასურველი უახლესი ინფორმაცია.

M: როგორი ზრდა განიცადა კომპანიამ, დაარსებიდან დღემდე?

DevelopmentAid, 2007 წელს, მოლდოვაში დაარსდა. იმ დროს, მისი სახელი იყო EMS (European Management Solutions). 2008 წელს, მუშაობა დავიწყეთ პლატფორმაზე, რომელსაც მსოფლიო DevelopmentAid-ის სახით იცნობს. კომპანიას, რეკრუტერის როლით შევუერთდი 2010 წელს, როდესაც მას მხოლოდ 10 თანამშრომელი ჰყავდა. 2022 წელს, ოფისი გავხსენით საქართველოში, სადაც დღეის მდგომარეობით, დასაქმებულია 200-ზე მეტი პროფესიონალი და 20+ ფრილანსერთან ვთანამშრომლობთ.

M: რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობთ ტალანტების შერჩევისას?

DevelopmentAid-ში უნიკალური მიდგომა გვაქვს, რეკრუტირების მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ შესაბამის გამოცდილებას ძალიან ვაფასებთ, ეს არ არის აუცილებელი საწყისი დონის ან უმცროსი როლების თანამშრომლებისთვის. უფრო დიდ აქცენტს ვაკეთებთ კულტურულ და პიროვნულ თავსებადობაზე, ინგლისური ენის კარგად ცოდნასა და კომპიუტერის კარგად ფლობაზე. გასაუბრების პროცესში, ვცდილობთ გავიგოთ, რამდენად კარგად ერგება კანდიდატი ორგანიზაციულ კულტურასა და კონკრეტულ გუნდს. შესაბამისი გამოცდილების და განათლების კვალიფიკაციის ქონა დიდი პლუსია უფრო მაღალი პოზიციებისთვის.

რეკრუტინგის საწყის ეტაპზე, კანდიდატებს პიროვნების ტესტის გასავლელად ვიწვევთ. ეს გვეხმარება გავიგოთ, რომელი მიმართულება შეეფერება თითოეულ კანდიდატს ყველაზე მეტად. მზად ვართ, გადავამზადოთ გამოუცდელი კანდიდატები (ეს არ ეხება IT დეპარტამენტის როლებს, სადაც სპეციფიკური კვალიფიკაცია და გამოცდილებაა საჭირო).

მთლიანობაში, პრიორიტეტულად მივაჩნია ჩვენი გუნდისთვის შესაფერისი უნარებისა და პიროვნული თვისებების მქონე ადამიანები, რაც შეკრული და წარმატებული სამუშაო გარემოს შექმნისთვის აუცილებელია.

M: როგორ გადაწყვიტეთ ქართულ ბაზარზე წარმომადგენლობის გახსნა?

ბაზრის ანალიზის შემდეგ, მოლდოვაში პოტენციური კანდიდატების სიმცირე შევნიშნეთ, რაც დაგეგმილი ტემპით განვითარების შესაძლებლობას არ გვაძლევდა. ამიტომ, მზერა ქართულ ბაზარზე გადმოვიტანეთ და სწრაფადვე გამოიკვეთა ახალი შესაძლებლობები. საქართველოსა და მოლდოვას შორის არსებული კულტურული მსგავსების გათვალისწინებით, რეკრუტირებისას შერჩევის იგივე კრიტერიუმები გამოვიყენეთ.

ქართველები კარგად ფლობენ ინგლისურ ენას, რამაც ეფექტური ზრდის საშუალება მოგვცა. შედეგად, გავხსენით ოფისი თბილისში, საბურთალოზე. საქართველოში გაფართოებიდან ერთი წლის შემდეგ, ჩვენი გუნდი 30-ზე მეტ მაღალმოტივირებულ თანამშრომელს აერთიანებს. აღფრთოვანებულები ვართ ქართველების ნიჭიერებით, გვყავს ძალიან ჭკვიანი და თამამი თანაგუნდელები. ზოგიერთი ქართული დეპარტამენტი უკვე აჭარბებს მოლდოვური გუნდის თანამშრომელთა რაოდენობასაც. ასე რომ, თამამად შეიძლება ითქვას, წარმატებით ვვითარდებით ქართულ ბაზარზე და არ შევწყვეტთ შემდგომ გაფართოებას.

M: როგორ თანამშრომლებს ეძებთ, ამ დროისათვის, საქართველოში?

ამჟამად, დასაქმების 10-მდე შესაძლებლობას გთავაზობთ. ახლანდელი ვაკანსიები მოიცავს ისეთ პოზიციებს, როგორიცაა მონაცემთა მენეჯმენტის სპეციალისტი, გაყიდვებისა და ბიზნესის განვითარების მენეჯერები, კარიერული მრჩევლები, საერთაშორისო პროექტების რეკრუტერები და პროექტის მენეჯერები. გაყიდვების როლებისთვის, ჩვენ გვაქვს ექვსი განსხვავებული პოზიცია სხვადასხვა გუნდში. იმისათვის, რომ დავეხმაროთ ჩვენს მენეჯერებს გაყიდვებში, ასევე, ვეძებთ წამყვანი თაობის სპეციალისტებს.

ყველა დაინტერესებულ აპლიკანტს ვურჩევთ ეწვიონ ჩვენს პლატფორმას https://workwithus.developmentaid.org/. აქ ყველა ხელმისაწვდომ შიდა ვაკანსიას გაეცნობიან. თუ ხედავთ თქვენთვის საინტერესო ვაკანსიას ვერ იპოვით, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV. ჩვენ დავამატებთ თქვენს CV-ს ჩვენს მონაცემთა ბაზაში, რადგან ხშირად მივმართავთ არსებულ აპლიკანტებს ახალი ვაკანსიების გამოჩენისას. გვჯერა, რომ სწორი კულტურული თანხვედრა მნიშვნელოვანია ჩვენი გუნდისთვის, ამიტომ ვიღებთ აპლიკაციებს სხვადასხვა წარმოშობისა და გამოცდილების მქონე ადამიანებისგან.

პოტენციური კანდიდატების მოსაძებნად, ვაკანსიაზე ინფორმაციას ვავრცელებთ სოციალური მედიისა (LinkedIn და Facebook) და ქართული დასაქმების პლატფორმეის მეშვეობით, როგორიცაა hr.ge და jobs.ge.

M: რა შესაძლებლობებს ქმნით გამოცდილი ტალანტებისთვის?

დროდადრო, გამოცდილი ადამიანებისგანაც ვიღებთ აპლიკაციას. ეს სასარგებლოა, რადგან შესაძლოა ჩვენ არ გვქონდეს ასეთი თანამშრომლის საჭიროება, თუმცა პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაცია ეძებდეს მსგავსი კომპეტენციის თანამშრომელს. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, მოლდოვას უამრავმა ადამიანმა შეაფარა თავი. არაერთმა ორგანიზაციამ თავისი წარმომადგენლობა სწორედ მოლდოვაში გახსნა. გუნდში გამოცდილი ადამიანების მოსაძებნად, მათ სწორედ ჩვენ მოგვმართეს. ეს მიდგომა საქართველოშიც გვაქვს – აქაურ ბაზარზეც ვიღებთ ინფორმაციას პროფესიონალების შესახებ, რათა შემდეგ, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციას დავაკავშიროთ. ჩვენ მზად ვართ, გავიცნოთ ქართველი პროფესიონალები, გავიგოთ მათი გამოცდიელება და დავაკავშიროთ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ამ კომპეტენციის ადამიანს ეძებენ.

M: რა გეგმები აქვს კომპანიას საქართველოში?

საქართველოს გუნდი სწრაფად იზრდება და ასე განვაგრძნობთ. საქართველოს გუნდი სწრაფად იზრდება და არ ვჩერდებით. აქ ვგრძნობთ სტაბილურ განვითარებას. საქართველოში ტალანტების სიჭარბეა, ადვილად ვიპოვეთ ადამიანები, რომლებიც შესანიშნავად ასრულებენ თავიანთ საქმეს. იმისათვის, რომ ჩვენი სამუშაო გარემო უფრო მიმზიდველი იყოს თანამშრომლებისთვის, სხვადასხვა სახის ბენეფიტს ვთავაზობთ, როგორიცაა სასწავლო პროგრამები, რაც მათ პროფესიულ განვითარებაში ეხმარებათ. გვინდა, ჩვენმა თანამშრომლებმა სიამოვნება მიიღონ სამსახურში მოსვლით და მათთან ერთად აღვნიშნავთ მათ წარმატებებს. სულ ცოტა ხნის წინ, საქართველოში გადმოსვლიდან ერთი წელი შეგვისრულდა, რაც მთელმა კომპანიამ საზეიმოდ აღვნიშნეთ. ჩვენი მიზანია, სამუშაო იყოს არა მხოლოდ სერვისი, არამედ ბედნიერი და სრულყოფილი ადგილი გუნდის ზრდისა და განვითარებისთვის. მზად ვართ გავაგრძელოთ ჩვენი განვითარება ამ გზით, კიდევ უფრო ეფექტურად.

[R]

Pepsi 125 წლის იუბილეს განახლებული ვიზუალური იდენტობით აღნიშნავს

What Opportunities Does The International Platform DevelopmentAid Provide For Georgian Talents