in

„ჰარდ როკ კაფეში“ მსოფლიო ბურგერ ტური დაიწყო

თბილისის „ჰარდ როკ კაფეში“ მსოფლიო ბურგერ ტური დაიწყო. დაახლოებით, ორი თვის განმავლობაში რესტორნის კულინარიული გუნდი მსოფლიოს „ჰარდ როკ კაფეების“ რჩეულ ბურგერებს მოამზადებს, რომლებიც მხოლოდ მშობლიური რეცეპტებითა და ინგრედიენტებით იქმნება.

ოლე ბურგერი (ბარსელონა, ესპანეთი)

„წელს,  „ჰარდ როკ ინთერნეიშენალის“ კულინარიულმა გუნდმა, მსოფლიოს მასშტაბით, 100-ზე მეტი ბურგერი შეაფასა და 27 საუკეთესო გამოვლინა. ამათგან პირველი ოთხეული თბილისის „ჰარდ როკ კაფემაც“ შეარჩია, რომლის დაგემოვნებაც, ბურგერ ტურის ფარგლებში,  სტუმრებს 2 მაისიდან 29 ივნისის ჩათვლით შეუძლიათ“.

აღსანიშნავია, რომ ბურგერ ტურის მენიუში შედის ბან მი ბურგერი (ჰო ში მინი, ვიეტნამი), ბურგერი ინგლისური საუზმე (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი), ოლე ბურგერი (ბარსელონა, ესპანეთი), ტანგო სალსა ბურგერი (ბუენოს აირესი, არგენტინა).

ბან მი ბურგერი (ჰო ში მინი, ვიეტნამი)

„ჩვენთან ყველა დეტალი „ლეგენდარულია“, კედლებზე გამოფენილი ლეგენდების პირადი ნივთებიდან დაწყებული, უგემრიელესი კერძებით დამთავრებული. ყველა „ჰარდ როკ კაფეს“ ლეგენდარული ბურგერი მზადდება უმაღლესი ხარისხის ხორცისგან, ახალი და ჯანსაღი ინგრედიენტებით. გარდა ამისა, მსოფლიო ტურის გარგლებში, მომხმარებლები, ბურგერებთან ერთად, სამხრეთულ კოქტეილებსაც დააგემოვნებენ“.

ჰარდ როკ ინთერნეიშენალი“ 75 ქვეყანაში, 180 კაფეს, 25 სასტუმროსა და 11 კაზინოს აერთიანებს. ერიკ კლეპტონის გიტარით დაწყებულ, „ჰარდ როკს“ გააჩნია მსოფლიოში უდიდესი მუსიკალური მემორაბილიების კოლექცია, რომელიც აღნიშნულ დაწესებულებებშია  გამოფენილი.

ტანგო სალსა ბურგერი (ბუენოს აირესი, არგენტინა)

[R]

სწავლება საჩუქარია, კარგი საჩუქარი! – ალექსი ჩიქოვანის #აზრები

14 მლნ ნახვა 24 საათში! “ეს ამერიკაა”! – Childish Gambino-ს ვირუსული ვიდეორგოლი ძალადობის წინააღმდეგ