in

თბილისში მსოფლიო ჩემპიონატის საგულშემატკივრო Fan Area გაიხსნა

მუშთაიდის პარკში (დ.აღმაშენებლის #182) მიმდინარე საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის საგულშემატკივრო Fan Area გაიხსნა. ლოკაცია, რომელიც კომპანია „ბიარზონმა“ მოაწყო, 3 სხვადასხვა სივრცეს აერთიანებს.

BOG
BOG

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/Fanarea.ge/videos/255661325167467/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]

 

„Fan Area-ში არის: VIP ზონა, Aisi ზონა და თავისუფალი ზონა. სამივე სივრცე მორგებულია სტუმრებსა და მათ საჭიროებებზე. გარდა ამისა, მომხმარებელს შეუძლია, მარტივი ვიქტორინებითა და აქტივობებით, საჩუქრად მიიღოს უამრავი ლუდი, „ლიდერბეთის“ ბრენდირებული მაისურები, დროშები და, რაც მთავარია, FREEBET-ები“.

აღსანიშნავია, რომ Fan Area-ში დამონტაჟებულია 30 კვ. მონიტორი. VIP ზონა-ში განლაგებულია 100 პუფი, Aisi ზონაში კი 30 მაგიდა. თავისუფალი ზონაში 300 კაცი ეტევა. როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, ამ დღეს მთელს ლოკაციაზე სტუმრებს საშუალება ექნებათ, დააგემოვნონ ლუდები: „ჰეინეკენი“, „არაგველი“, „აისი“, ცივი უალკოჰოლო სასმელები, გრილზე შემწვარი ქათმის ხორცი, მწვადი, ჰოთ დოგი, სენდვიჩი და სხვადასხვა სახეობის სნეკი.

 

[R]

როგორ ვიმუშაოთ ლიდერთან, რომელსაც თვითშეგნება არ აქვს

“კანის ოქროს ლომი” და 40 წლიანი გამოცდილება! – ჯონ პალანტი თბილისს ეწვია