World Design Rankings-მა ტოპ 10 შემოქმედებითი ქვეყანა დაასახელა
ამ ამბის უკან A’ Design Award & Competition დგას, რომელმაც გადაწყვიტა, ქვეყნები შემოქმედებითი ხედვის მიხედვით განესხვავებინა, უფრო ზუსტად, ინოვაციებით დიზაინში. ეს მოიცავს არქიტექტურას, ინდუსტრიულ დიზაინს, მოდასა და სხვას, ჩამონათვალში კი ის ქვეყნები მოხვდა, რომლებიც შემოქმედებითობის საზღვრებს არღვევს.
თუმცა WDR უბრალო სიაზე მეტია, დიზაინის ძალას ზეიმობს, რომელიც საზოგადოებასაც განსაზღვრავს და მომავალსაც, გლობალური დიზაინის ლანდშაფტის შთამაგონებელ პერსპექტივას გვაწვდის იმ ეროვნებებისა და ტერიტორიების დაჯილდოებით, რომელთა დიზაინერებმაც ყველაზე მეტი პრიზი მიიღეს.
2023-2024 წლის გამოცემაში, უფრო ზუსტად, 2023 წელს წარდგენილ 114 ქვეყანასა და რეგიონში ჩინეთი ლიდერობს, რასაც მოსდევს, ამერიკა, იაპონია, იტალია, ჰონგ-კონგი, გაერთიანებული სამეფო, ტაივანი, თურქეთი, გერმანია და პორტუგალია:
ქვემოთ კი World Design Rankings-ის ტოპ 10 შემოქმედებითი ქვეყნის ნამუშევრებს გაგაცნობთ: