კრეატიულობის აღქმა წლების განმავლობაში საგრძნობლად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან და ის, რომ დიზაინერებმა მოულოდნელი გარემოებების დასაძლევად გარკვეული ბარიერები დაარღვიეს, საკმაოდ შთამაგონებელია. WDR (The World Design Rankings გვიჩვენებს, თუ როგორ აქცევენ შემქმნელები თავიანთ გარშემომყოფ საზოგადოებასა და ზოგადად, მსოფლიოს, უფრო კონსტრუქციულ საცხოვრებელ ადგილად. ერთ-ერთი ყველაზე გლობალური დიზაინის კონკურსი A’ Design Award, გეოგრაფიული განაწილების მიხედვით, აქვეყნებს სიას, რომელშიც მოცემულია, თუ სად აჩვენეს დიზაინერებმა საუკეთესო ინოვაციები.
უახლესი მონაცემებით, ჩინეთი, 114 კონკურენტს შორის, 1-ელ ადგილს იკავებს. მან 2010 წლიდან 3136 ჯილდო მოიპოვა. მას მოსდევს აშშ, იაპონია, იტალია, ჰონგ კონგი, დიდი ბრიტანეთი, ტაივანი, თურქეთი, გერმანია და ავსტრალია (ბოლო რეიტინგები შეგიძლიათ იხილოთ აქ: worlddesignrankings.com).
სიაში მოცემული რეიტინგი გამარჯვებული დიზაინერების რაოდენობაზეა დაფუძნებული და ქულები იმის მიხედვითაა გამოთვლილი, თუ რამდენი პრიზი აიღო მათმა ნამუშევარმა. ამ გლობალურ სურათზე დაკვირვებით, ქვეყნები შეძლებენ, უკეთ გაითავისონ თავიანთი დიზაინის ძლიერი მხარეები და გამოიყენონ ისინი წინსვლისთვის. 2020-2021 წლებში ორი ახალი ქვეყანაც გამოვიდა საერთაშორისო დიზაინის ასპარეზზე – მაკაო და ერაყი. ასე რომ, გასათვალისწინებელია, რომ ნებისმიერს შეუძლია იყოს მათი ნაწილი, რადგან A’ Design Award-ის ფორმა ყველასთვის გახსნილია სარეგისტრაციოდ: competition.adesignaward.com
უფრო მეტი ინსპირაციისთვის, გადახედეთ გამორჩეულ ნამუშევრებს სხვადასხვა ქვეყნიდან:
10. ავსტრალია
“გამოსაცდელი კედელი” მაღაზიაში Electric Meets Reality – ინტერაქციული ინსტალაცია ელექტრო ტრანპსორტის ყიდვის მსურველებისთვის.
Apex-ის უსადენო სანათი
9. გერმანია
იუპიტერის საათი – დროის მაჩვენებელი საათი ისრების გარეშე!
Solar Veloroute – მრავალფუნქციური გვირაბი ველოსიპედებისთვის
8. თურქეთი
ShelterPack – თავშესაფარი სტიქიური უბედურებებისთვის, რომელსაც 4-წევრიანი ოჯახის შეფარება შეუძლია თვეების განმავლობაში.
Alpy-ის საგანმანათლებლო რობოტი
7. ტაივანი
ჩაის ნაკრები Vapor Breeze-ისგან
მულტიფუნქციური სკამები
6. დიდი ბრიტანეთი
კვერცხების სათავსო ჯარისკაცებისთვის – საქველმოქმედო პროდუქტი, რომელიც ჯარისკაცების მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს
5. ჰონგ-კონგი
WeTown – ქალაქი 40,000 ადამიანზე
სავაჭრო ცენტრი K11 Musea
4. იტალია
მაგიდის საათი Osvaldo-სგან
სათამაშო ძაღლები
3. იაპონია
ტუალეტის ქაღალდის შეფუთვა ხილის დიზაინით
Yukyu En Hofu-ს კრემატორიუმი
2. აშშ
სათამაშო ბარათების კოლექციის დღისთვის შექმნილი ბარათები ნაციონალური ვიზუალებით
Pepsi-ის გამოფენა MetLife Stadium-ზე
1. ჩინეთი
წიგნების მაღაზია – Guiyang Zhongshuge
შანხაის გაყიდვების პავილიონი
ასეთია ტოპათეული, რომელიც ბოლო მონაცემებით გამოვლინდა. აღსანიშნავია, რომ საქართველო ამ კონკურსში 71-ე ადგილს იკავებს.