in

ნახეთ: World Illustration Awards 2022-ის გამარჯვებულები

ალბათ, არასოდეს ყოფილა ასეთი რთული ილუსტრაციების სამყაროში წარმატების მიღწევა. უაღრესად კონკურენტუნარიან გარემოში კი, ახალი ნიჭის მუდმივი ნაკადით, ინდუსტრიის დაჯილდოებას შეუძლია, ილუსტრატორებს გზის გაკვალვაში დაეხმაროს.

დიდი ნიჭის აღნიშვნა არის ზუსტად ის, რის გაკეთებასაც ილუსტრატორთა ასოციაცია (AOI) ცდილობს თავისი ჯილდოების სქემით ბოლო 45 წლის განმავლობაში. ასოციაციის ყოველწლიური კონკურსი, რომელიც თავდაპირველად დაიწყო Images სახელწოდებით, ახლა ტარდება აშშ-ში დაფუძნებულ Illustration Directory-თან პარტნიორობით.

წლევანდელი World Illustration Awards-ის გამარჯვებულები 200 დიზაინისგან შეირჩა. ჟიურის წევრები კი Faber & Faber-ის კრეატიული დირექტორი დონა პეინი; ილუსტრატორი დაპო ადეოლა; Google Doodle-ის სამხატვრო ხელმძღვანელი ტოკა მაერი; და New York Times-ის სამხატვრო ხელმძღვანელი კეტი ბელოფი იყვნენ. 

ახლა კი გამარჯვებულები:

პროფესიულ კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა დანიელ ლიევანომ; კერძოდ, ჯილდოს მფლობელი გახდა Emergence Magazine-სთვის შექმნილი, დევიდ ჰასკელის აუდიო სიუჟეტის ვიზუალური ინტერპრეტაცია. ციფრული ილუსტრაციისა და კოლაჟის კომბინაციით, ნაწარმოები მსმენელს სამყაროს დასაწყისიდანვე ხმის წარმოშობასა და ევოლუციის მოგზაურობისკენ მიჰყავს.

„ცნობები მოვიპოვე ბიომრავალფეროვნების მემკვიდრეობის ბიბლიოთეკიდან, ხელახლა შევქმენი ცხოველები და აქცენტები. ასევე, შევქმენი ლანდშაფტის ფონი, ბუნების პირველყოფილი პერიოდის გამოსაწვევად“, — ამბობს ლიევანო.

მეორე გამარჯვებული, უკვე „ახალი ნიჭიერის“ კატეგორიაში, იყო ტარა ანანდი, ათნაწილიანი სერიისთვის, რომელიც დაფუძნებულია არუნდატი როის კლასიკურ რომანზე, „წვრილმანების ღმერთი“.

„წიგნი ავარჩიე პერსონაჟების სირთულის და იმის გამო, რომ ის ორ ისტორიას მოგვითხრობს; ერთი ეძღვნება თავად პერსონაჟებს და მეორე უფრო დიდ პოლიტიკურ და ისტორიულ სცენარს. ვცდილობდი, მათ შორის უმნიშვნელო კავშირი გამომეკვლია“, — ამბობს ანანდი.

გარდა ამისა, კონკურსს ინდივიდუალური კატეგორიების 20 გამარჯვებული ჰყავს — მათი ნამუშევრები World Illustration Awards-ის ონლაინ გამოფენაზეა წარმოდგენილი.

Translive — ყოვლისშემძლე ციფრული ლოგისტიკური პლატფორმა

მიზეზები, თუ რატომ უნდა იმუშაონ მარკეტინგისა და IT გუნდებმა ერთად