World Illustration Awards ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კონკურსად ითვლება, რომელში მონაწილეობის მიღება მსოფლიოს მასშტაბით ნებისმიერ ილუსტრატორს, 10 კატეგორიაში, შეუძლია. წელს კი გამარჯვებულები 5 500 ნამუშევარში შეირჩა, რომლებიც 75 ქვეყნიდან მიიღეს.
„2024 წლის გამარჯვებულები ნამდვილად გამოირჩევიან თავიანთ სფეროებში, გადმოგვცემენ კომპლექსურ ნარატივებსა და იდეებს თავიანთი ილუსტრაციების მეშვეობით. ამასთან, ხაზს უსვამენ ილუსტრაციების მნიშვნელობას ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, წიგნებში, ახალ ამბებში, შეფუთვაში, მურალებში და ა. შ. ჩვენ ამაყები ვართ ამ ხელოვანების პოვნით, რომელთაც დიდი წვლილი შეაქვთ ილუსტრაციების ინდუსტრიაში და თავიანთ განსაკუთრებულ ნიჭს გვაზიარებენ“, — აცხადებს რეიჩელ ჰილი, AOI-ის CEO.
კონკურსის გამარჯვებული მარკ სმითია სარედაქციო კატეგორიაში სურათით The Missing Mouseketeer. თუმცა ამასთან, იგი Overall Professional-ის გამარჯვებულიც გახლავთ. ქვემოთ კი ერთ-ერთი ჟიურის შეფასებას გაგაცნობთ:
„საოცარი შესრულებაა, რომელსაც მუქი და ცვალებადი ტონები შემოაქვს დისნეის სამყაროში, რომელიც ჩვეულებრივ ძალიან პოზიტიური და სრულყოფილია. ილუსტრატორის სიღრმისეული გააზრების უნარი და ბუნებრივი განათება კიდევ ცალკე საკითხია. ერთი შეხედვით ფოტორეალიზმის განცდას ბადებს, რომელიც ძალიან მიმზიდველია…“.
New Talent Overall Winner-ის გამარჯვებული კი სტუდენტი Kayla Salim გახლავთ ნამუშევრისთვის Ama No Inori: Prayer of the Ama, რომლითაც 2000-წლიან იაპონურ მარგალიტის მოპოვების ტრადიციას გვაცნობს:
ხოლო, როცა BBC History-ის ჟურნალმა დასვა კითხვა, თუ რას იყენებდნენ ადრე ადამიანები დეოდორანტების ნაცვლად, ილუსტრატორმა გლენ მაკბეტმა რომაელ პოეტ ოვიდიუსს მიმართა და მისი „Rude goat under one’s arm“ მოზაიკის სტილში შემოგვთავაზა — გლენმა AOI Member Award-ის ჯილდო მოიპოვა:
World Illustration Awards 2024-ს კიდევ არაერთი საოცარი გამარჯვებული ჰყავს რეკლამის, წიგნის დიზაინის, ანიმაციების, შეფუთვისა და სხვა კატეგორიებში, რომელთა ნახვასაც ქვემოთ შეძლებთ: