თუ საკუთარი ბიზნესი გაქვს, იმპორტზე მუშაობ ან, უბრალოდ, ცდილობ პროდუქციის ჩინეთიდან ჩამოტანას, ალბათ, ერთხელ მაინც გქონია ეს პრობლემა: გაურკვეველი ვადები, დაგვიანებული ტვირთები, კომუნიკაციის სირთულე და ზედმეტი ხარჯები. კარგი რეკლამა და მიმზიდველი პროდუქტი მომხმარებლებს ვერ მოგიყვანს, თუ ლოგისტიკა გაუმართავია – ის მთლიან პროცესს ანელებს და ბიზნესის ზრდას აფერხებს.
სწორედ აქ ჩნდება ისეთი პარტნიორის საჭიროება, რომელიც არა მხოლოდ ტვირთს ჩამოიტანს, არამედ უზრუნველყოფს პროცესის გამართულ, სტაბილურ და პროგნოზირებად მართვას.
WORLD LOGISTICS არის კომპანია, რომელიც ამ პრობლემებს პრაქტიკული გადაწყვეტით პასუხობს – ჩინეთიდან საქართველოში ტვირთებს 20 დღეში გაწვდით.
სტაბილურობა, რომელიც რეალურ შედეგზე აისახება
კომპანია 2022 წელს დაარსდა და პირველივე დღიდან ორიენტირებულია ერთ მთავარ ღირებულებაზე – სანდოობა. WORLD LOGISTICS-ის ერთ-ერთი უპირატესობა ის არის, რომ იგი სრულად აკონტროლებს ლოგისტიკურ პროცესს.
კომპანიას აქვს:
- საკუთარი საწყობები ჩინეთში: გუანჯოუსა და ივუში
- საკუთარი სატვირთო ავტოპარკი
- საბაჟო-საბროკერო მომსახურება
- ადგილზე მიწოდება ქუთაისსა და ბათუმში დამატებითი ხარჯების გარეშე
ეს ნიშნავს, რომ ტვირთის გადაადგილება არ არის დამოკიდებული მესამე მხარეზე, პროცესი თავიდან ბოლომდე ერთ სისტემაში იმართება, რაც ამცირებს რისკებს და ზრდის სიზუსტეს.
20 დღე – ვადა, რომელიც ბიზნესს აჩქარებს
ლოგისტიკაში დრო კრიტიკული რესურსია. WORLD LOGISTICS მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას, ტვირთი ჩინეთის საწყობებში მიღებიდან მხოლოდ 20 დღეში მიიღონ.
გარდა ამისა, ჩინეთის საწყობებიდან კვირაში დაახლოებით 10 სატვირთო გამოდის, რაც უზრუნველყოფს უწყვეტ და სისტემურ მიწოდებას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც რეგულარულ იმპორტზე არიან დამოკიდებული და ვერ აძლევენ თავს ლოდინის უფლებას.
გაფართოებული მიმართულებები და მეტი მოქნილობა
მომხმარებელთა მოთხოვნიდან გამომდინარე, 2024 წლიდან კომპანიამ გააფართოვა მომსახურების გეოგრაფიული არეალიც. დღეს WORLD LOGISTICS უკვე გთავაზობთ გადაზიდვებს არა მხოლოდ ჩინეთიდან, არამედ თურქეთიდან და ევროპის ქვეყნებიდან.
კომპანიას სტამბოლში აქვს ორი საწყობი, ევროპულ და აზიურ ნაწილში, რომლებიც უზრუნველყოფს თურქეთიდან ეფექტურ ლოგისტიკას. ევროპაში კი პარტნიორული ქსელი და საწყობები იტალიაში, გერმანიასა და ბულგარეთში – საშუალებას აძლევს, სხვადასხვა ქალაქიდან შერეული ტვირთებიც ოპტიმალურად მართოს.
ზუსტი დაგეგმვა და კონტროლი, როგორც მთავარი უპირატესობა
WORLD LOGISTICS განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ვადების დაცვასა და პროცესების დაგეგმვას. თითოეული გადაზიდვა ხორციელდება მკაფიოდ გაწერილი სქემით, რაც მინიმუმამდე ამცირებს გაუთვალისწინებელ შეფერხებებს.
გამოცდილი გუნდი, გამართული ლოგისტიკური ჯაჭვი და საკუთარი რესურსები კომპანიას აძლევს საშუალებას, მომხმარებელს შესთავაზოს მომსახურება, რომელიც ერთდროულად არის: სწრაფი, სტაბილური და პროგნოზირებადი.
პარტნიორი, რომელიც თქვენს ბიზნესს ერგება
WORLD LOGISTICS-ის მიზანია საერთაშორისო ლოგისტიკის გამარტივება და მომხმარებლისთვის ისეთი სერვისის შექმნა, რომელიც ბიზნესის ზრდას შეუწყობს ხელს. კომპანია ითვალისწინებს თითოეული მომხმარებლის მიზნებსა და საჭიროებებს და სთავაზობს მათზე მორგებულ გადაწყვეტილებებს. ამ ეტაპზე კომპანიის ანგარიშზე უკვე ათასზე მეტი კმაყოფილი მომხმარებელი და რამდენიმე ათასი გადმოზიდული ტვირთია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მის საიმედოობასა და პროფესიონალიზმს.
თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ტვირთი დროულად, უსაფრთხოდ და ზედმეტი სირთულეების გარეშე ჩამოვიდეს, WORLD LOGISTICS სწორედ ის პარტნიორია, რომელიც პროცესს გაამარტივებს.
ტვირთის მიღება გონივრულ ვადებში, მშვიდად და გარანტირებულად – ეს უკვე რეალობაა!
[R]













