დავით ბირმანი, საერთაშორისო ბიზნესკონსულტანტი, მსოფლიო მარკეტინგული სამიტი 2023-ის, მარკეტინგის მიმართულებით მსოფლიოში ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ბიზნესმოვლენის საპატიო მომხსენებელთა შორის იქნება!
დავით ბირმანი 20-წლიანი გამოცდილების მქონე აღმასრულებელი მენეჯერია პროდუქტის განვითარების, მარკეტინგის, ბრენდინგის, UX-სა და ციფრული სერვისების მიმართულებით. მისი დახმარებით კომპანიები თავიანთ ბრენდებს ავითარებენ და მომხმარებლებისთის ახალ, უკეთეს გამოცდილებას ქმნიან. გარდა ამისა, დავითი რამდენიმე ქართული ტექ. სტარტაპის დამფუძნებელი პარტნიორია.
„ჩვენთვის დიდი პატივია, რომ WMS 2023-ზე საქართველოს წარმოჩენის გარდა, დავით ბირმანი „თანამედროვე მარკეტინგის საფუძვლების“ პირველი ქართული გამოცემის Advisory Board-ის წევრიც იქნება. გვჯერა, რომ მისი კონტრიბუცია სახელმძღვანელოს პრესტიჟსა და რელევანტურობას კიდევ უფრო გაზრდის და მას უახლესი ცოდნით გაამდიდრებს“.