19
Dec
2018

მსოფლიო მედია საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ

19 Dec 2018

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, 2018 წელს, საქართველოს საერთაშორისო მედიის 800 წარმომადგენელი ეწვია. საქართველოს შესახებ, საერთო ჯამში, 1200 სტატია და სატელევიზიო სიუჟეტი დამზადდა. ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩოგოვაძემ, სპეციალურად გამართულ ღონისძიებაზე ისაუბრა. საქართველოს შესახებ მაღალრეიტინგულმა საერთაშორისო გამოცემებმა დაწერეს: CNN, BBC, Vogue, ELLE, Forbes, COSMOPOLITAN, The Guardian, The Telegraph, National Geographic და ა.შ. მხოლოდ 2018 წლის განმავლობაში საქართველოს 285 საერთაშორისო ტუროპერატორი ეწვია.

 

გიორგი ჩოგოვაძემ განვლილი ოთხი წელიც შეაჯამა: განმავლობაში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით საქართველოში საერთაშორისო მედიის და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებისთვის  469 ტური მოეწყო. საქართველოს 2683 ჟურნალისტი, 1067  საერთაშორისო ტუროპერატორი ეწვია. მომზადდა 3014 სტატია, ბლოგი და 408 სატელევიზიო სიუჟეტი და გადაცემა.

საქართველოს ტურისტული პოტენციალის საერთაშორისო ბაზარზე წარმოჩენის მიზნით 2018 წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გამართა 150  ტური, 128 პრეს-ტური, საქართველოს ეწვია 800, ჟურნალისტი მომზადდა 1000-ზე მეტი სტატია და 150 სიუჟეტი. გიორგი ჩოგოვაძის თქმით, მიუხედავად ორგანიზების სირთულისა, კომუნიკაციის ამგვარი სტრატეგია ფინანსურადაც ეფექტურია ქვეყნის ბიუჯეტისთვის.

განხილვა