შესაძლოა, სამყაროს “სნიკერსი” მართლაც ძალიან სჭირდება, მაგრამ სუპერთასისთვის (Super Bowl) შექმნილი ამ რეკლამის ამბავი კიდევ უფრო შორს მიდის. ეს კოკა-კოლას 1971 წელს შექმნილი რეკლამის Hilltop ერთგვარი გამოხმაურებაა. კოკა-კოლას რეკლამის გზავნილი ასეთი იყო: “მინდა მსოფლიოს კოკა-კოლა ვუყიდო” და ძნელი არაა მისი “სნიკერსის” რეკლამის მთავარ გზავნილთან დაკავშირება. რაც შეეხება Hilltop-ს – იტალიაში გადაღებული ეს რეკლამა, 49 წლის წინ, ძალიან პოპულარული იყო, ხოლო მოგვიანებით, 2016 წელს, მისი განახლებული ვერსიაც გამოვიდა. “სნიკერის” ამ რეკლამაზე კი, BBDO New York-მა იმუშავა.












