ჩინეთის სამ უმსხვილეს ქალაქში McDonald’s-მა რესტორნები ცნობილი ვიდეო თამაშის “World of Warcraft”-ის სტილში გააფორმა. აქცია ახალი თამაშის “Warlords of Draenor”-ის გამოსვლასთან დაკავშირებით მოხდა.
რესტორნის შესასვლელში მომხმარებელს Warcraft-ის სტილში გაფორმებული კოლონები და ფიგურები ხვდება. ვიზუალური გაფორმების გარდა McDonald’s-მა გეიმერებს დამატებითი სიახლე შესთავაზა. სპეციალურად დამონტაჟებულ მონიტორებზე ნებისმიერ მსურველს Warcraft-ის თამაში შეეძლო.
ბევრის განმარტებით McDonald’s-ი ვადაგასული ხორცის სკანდალიდან გამოსვლას ცდილობს, რაშიც გეიმერების და გინესის რეკორდებში მოხვედრილი ვიდეო თამაშის დახმარებით ცდილობს.