ტრადიციულად World Press Photo Contest ფოტოჟურნალისტებს მთელი მსოფლიოდან გვაცნობს და იმ გლობალურ ამბებსაც გვიყვება, რომლებსაც ფოტოებზე აღბეჭდავენ. წელს კი კონკურსს 30 ქვეყნიდან 42 გამარჯვებული ჰყავს.
„მართალია, World Press Photo Contest-ის ჯილდო უდიდესი აღიარებაა ფოტოგრაფებისთვის, რომლებიც ამ კადრების მისაღებად ხშირად რთულ პირობებში მუშაობენ, მაგრამ ის ასევე მსოფლიოს მთავარი მოვლენების შეჯამებას წარმოადგენს, თუმცა, არასრული შემადგენლობით. როგორც ჟიური, ჩვენ ისეთ სურათებს ვეძებდით, რომლებზეც ადამიანები საუბარს წამოიწყებდნენ“, — ამბობს ლუსი კონტიჩელო, ჟიურის თავმჯდომარე.
World Press Photo Contest-ის გამარჯვებულ ფოტოებს შორის პოლიტიკური არეულობა დომინირებს, იქნება ეს ღაზას სურათები თუ თავდასხმა ტრამპზე. საერთაშორისო ფოტოკონკურსის კიდევ ერთი აქტუალური საკითხი კლიმატის ცვლილებაა, რასაც ბრაზილიის წყალდიდობისა და ფილიპინების ტაიფუნის კადრებით გვიყვებიან. თუმცა, ამ ორი თემის გარდა, გამარჯვებულები მრავალ სხვა საკითხს ეხმიანებიან, რომელთა შორისაც ადგილობრივთა უფლებები, LGBTQI+ საკითხები, ლტოლვილთა მძიმე მდგომარეობა და უკეთესი სამუშაო პირობებისთვის ბრძოლა გვხვდება.
კონკურენცია საკმაოდ მწვავე იყო: 141 ქვეყნიდან 3778 ფოტოგრაფმა მიიღო მონაწილეობა 59 320 სურათით, მათ შორის საუკეთესოებს კი ქვემოთ გაჩვენებთ: