in

მომღერალი ტუალეტი

საერთაშორისო საპირფარეშოს დღე “World Toilet Day” … ასეთიც ხდება ხოლმე.

2002 წლის 19 ნოემბერს კაცობრიობამ პირველად აღნიშნა ყველაზე ორიგინალური და პროგრესული დღე. დღესასწაული  სათავეს სინგაპურიდან იღებს, სადაც ყოველ წელს 200 დელეგატი აზიიდან, ევროპიდან და ჩრდილოეთ ამერიკიდან  იკრიბება, რათა განიხილონ საპირფარეშოს  პრობლემები  და მათი გადაჭრის გზები.

ქვემოთ მოცემული სასპონსორო ვიდეო, რომელიც იუმორისტულ სტილშია გაკეთებული ხელს უწყობს ამ წამოწყების პოპულარიზაციას. ამ ვიდეოს დახმარებით, ორგანიზაცია ცდილობს გადაწყვიტოს სანიტარიის პრობლემები, რაც ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში დღემდე პრობლემად რჩება.

“საერთაშორისო საპირფარეშოს დღე არაა მხოლოდ ხუმრობა და არაა მოწოდება, რომ საპირფარეშო უფრო მომხიბვლელი გახადოთ. ამ ორგანიზაციის მიზანია გავამახვილოთ ყურადღება მსოფლიოში არსებულ სანიტარულ პრობლემების მიმართ.”

მნიშვნელოვანია  ხაზი გავუსვათ იმას, რომ 2.5 მილიარდი ადამიანისთვის  მსოფლიოში სანიტარული ნორმები არაა ხელმისაწვდომი. ეს პროგრესირებადი პრობლემაა, რადგანაც ამ პრობლემას შეუძლია უფრო მეტი ადამიანი შეიწიროს ვიდრე შიდსს ან მალარიას.

http://youtu.be/Di_ugvNXjgs

რატომ ეშინიათ ბავშვების გაჩენა?

იდილია,სახლი ინგოროყვაზე

“იდილია”-GDG