in

ბათუმი “World Travel Awards”-ის ჯილდოზეა წარდგენილი 

ბათუმი, ტურიზმის ერთ-ერთ ავტორიტეტულ “World Travel Awards”-ის ჯილდოსთვის იბრძვის – ქალაქი  ევროპის წამყვანი, მზარდი ტურისტული მიმართულების ნომინაციაშია წარდგენილი. გამარჯვებულს 8 ივნისს დაასახელებენ.

 

როგორც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის წარმომადგენლები ამბობენ, მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე ბათუმის კონკურენტებს შორისაა სოფია (ბულგარეთი), მატერა (იტალია), ბაქო (აზერბაიჯანი), ლუბლიანა (სლოვაკეთი) და კუტნა ჰორა (ჩეხეთი).

„ღონისძიებაზე, რომელშიც სტუმარ – მასპინძლობის ინდუსტრიის ექსპერტები და ტურიზმის სფეროში მსოფლიო მასშტაბის გავლენიანი სუბიექტებია გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართული, საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებსა და ქვეყნებს ასახელებენ. ჯამში, დაჯილდოებაზე ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტი კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიებშია გადანაწილებული. მათ შორისაა წამყვანი სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციები, მიმართულებები, ტუროპერატორები, ასევე საზღვაო, საგზაო, საჰაერო ტრანსპორტის კომპანიები და ა.შ.“

“World Travel Awards”-ის ღონისძიება 1993 წლიდან ტარდება. წელს, გამარჯვებულების გამოსავლენად ხმის მიცემა 28 აპრილის ჩათვლით მიმდინარეობდა. სხვადასხვა ნომინაციაში ჯილდოს მფლობელებს, 8 ივნისს, პორტუგალიის ქალაქ ფუნჩალში (კუნძული მადეირა) გამართულ ცერემონიაზე დაასახელებენ. ღონისძიებას მსოფლიოს ტურიზმის ინდუსტრიის წამყვანი ტურისტული კომპანიებისა და ამ ინდუსტრიაში ჩართული ბიზნესის თუ სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

აკეთე შენი საქმე, ყველაფრის მიუხედავად! – VSCO-ს კამპანია

Facebook-ზე რეაქციის გამოხატვას საკუთარი ავატარით შეძლებთ