in

WORLDBUS-ის ღრუბლოვანი ტექნოლოგიები, როგორც გლობალური ვაჭრობის ახალი პერსპექტივა

„ტექნოლოგიების სამყარო დროს უსწრებს! ალბათ, ამ ინტერვიუს წაკითხვითაც კი ჩამორჩებით ამ პერიოდის სიახლეებს. ტექნოლოგია სწრაფად ვითარდება და ვებ ჰოსტინგის სერვისებიც არ არის გამონაკლისი,“ – გვიყვება დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი, საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი გვანცა ბოცვაძე. ის, ამავდროულად, კომპანია „თრეიდზონის“ დამფუძნებელიცაა, რომელიც ღრუბლოვანი ტექნოლოგიების სფეროში ოპერირებს და მომხმარებლებს ვებ ჰოსტინგის პლატფორმის უზრუნველყოფის სერვისებს სთავაზობს. კომპანია სერვისებს აწვდის საქართველოს, უკრაინის, გერმანიის, ფინეთის, საფრანგეთის, კანადის, ნიდერლანდების, გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ის ბაზარს. კომპანია არამხოლოდ მოწინავე ტექნოლოგიების დანერგვითაა დაკავებული, არამედ, პრიორიტეტულად მიიჩნევს გარემოზე ზრუნვასა და მწვანე ენერგიის დანერგვას. თავად გვანცა ბოცვაძისთვის მნიშვნელოვანია სამეწარმეო სფეროში ქალთა გაძლიერებაც.

დოქტ. გვანცა ბოცვაძე, კომპანია “TRADEZONE”-ის დამფუძნებელი

„ჩემთვის, როგორც გენდერული საკითხების მკვლევარისთვის, ერთგვარი გამოწვევაც იყო ტექნოლოგიურ სამყაროში ფეხის შემობიჯება, რაც მსოფლიო სტატისტიკითაც მამაკაცების სფეროდაა აღიარებული. თუმცა ეს ყველაფერი დამატებით სტიმულს მმატებდა. თანაც ვიწყებდით პროფესიონალ გუნდთან ერთად, რაც წარმატებული სტარტის შესაძლებლობას პროგნოზირებდა. აქტიურად ვარ ჩართული ადამიანური რესურსების მენეჯმენტში და ვაპირებ ამ მიმართულებით გამოცდილების დაგროვებას, რაც ძალიან მეხმარება საკუთარი ბიზნესის სწორად მართვაში.

საკუთარი ინტერესებისა და დაგროვილი გამოცდილების  შერწყმით მინდა შევქნა პრეცენდენტი ქალი მეწარმეებისთვის, სტიმული მივცე მათ და დავარწმუნო ისინი, რომ მათ შეუძლიათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ ქვეყნის განვითარებაში,“ – გვიამბო გვანცა ბოცვაძემ და WORLDBUS-თან დაკავშირებით, უფრო დაწვრილებით გვესაუბრა.

M: გვიამბეთ, რა იყო WORLDBUS-ის შექმნის მთავარი მიზანი?

ბრენდი WORLDBUS ღრუბლოვან ტექნოლოგიაზე დაფუძნებული გამოყოფილი ვებ ჰოსტინგის სტარტაპია, რომელიც  შპს TRADEZONE-ის სახელით 2019 წლის ბოლოდან ოპერირებს ბაზარზე. ვებ ჰოსტინგის პლატფორმის უზრუნველსაყოფად, WORLDBUS ხელმისაწვდომ,  ხარისხიან და პრემიუმ სერვისის მომსახურებას სთავაზობს მომხმარებლებს.

2022 წლიდან, WORLDBUS გეგმავს სპეციალურ კონცენფციას საქართველოში სერვისების მიწოდების გასაფართოებლად, რომელიც ფოკუსირებული იქნება ღრუბლოვან ტექნოლოგიებზე. ჩვენი გეგმების მასშტაბურობას საერთაშორისო ბაზარზე ხაზს უსვამს ჩვენი კომპანიის სლოგანიც  – „გლობალური ვაჭრობის ახალი პერსპექტივა“.

M: რა შესაძლებლობებს სთავაზობთ მომხმარებლებს?

WORLDBUS გთავაზობთ IT სერვისების ფართო არჩევანს, რომელიც მორგებულია როგორც ბიზნესზე, ასევე, ტექნოლოგიების მოყვარულებზე, ესენია: cPanel-ის საერთო ჰოსტინგიდან – ვირტუალური მონაცემთა ცენტრებამდე, ვირტუალური პირადი სერვერი (VPS), გამოყოფილი სერვერი, დომენის რეგისტრაციისა და შენახვის გადაწყვეტილებები. ყველა ჩვენი სერვისი დაფუძნებულია უწყვეტი ინოვაციის პრინციპზე, რომელსაც რეგულარულად ემატება ახალი ფუნქციები. WORLDBUS-ის სერვერები განთავსებულია სხვადასხვა ლოკაციაზე, რაც მომხმარებელს ფართო არჩევანის შესაძლებლობას აძლევს, მათი საჭიროებიდან გამომდინარე.

ამჟამად, ჩვენ სხვადასხვა სერვისის მიწოდება შეგვიძლია საქართველოში, უკრაინაში, გერმანიაში, ფინეთში, საფრანგეთში, კანადაში, ნიდერლანდებში, გაერთიანებულ სამეფოსა და აშშ-ში.

ასევე, ცოტა ხნის წინ, WORLDBUS-მა, როგორც .ge დომენების ოფიციალურმა რეგისტრატორმა, მიიღო თანხმობა Caucasus Online-ისგან, რაც ხელს შეუწყობს კომპანიას უფრო გააფართოვოს სერვისები საქართველოს მასშტაბით.

M: ვისთვის არის თქვენი მომსახურება? თქვენი სამიზნე სეგმენტი ვინ არის? 

WORLDBUS-ის მომსახურების სფეროს სეგმენტი იწყება საერთო ჰოსტინგის სივრციდან და ფართოვდება სპეციალური და დამოუკიდებელი მონაცემთა ცენტრის შექმნამდე, რაც ქმნის ონლაინ მონაცემთა საცავს სწრაფად და შეუფერხებლად მონაცემთა წვდომისთვის.

WORLDBUS-ის სერვისები განკუთვნლია არა მხოლოდ  IT  სპეციალისტებისთვის, არამედ მოქნილია ნებისმიერი ონლაინ ბიზნესისა და სივრცის მომხმარებლებისთვის.

M: რით არის თქვენი სერვისი გამორჩეული?

აბონენტებს ყოველთვის სურთ უახლეს ტექნოლოგიებზე წვდომა ყველაზე დაბალ ფასად და WORLDBUS-ს ეს პოლიტიკა აქვს არჩეული. ეს არის ჩვენი წარმატების ფორმულა, რაც გამოგვარჩევს ბაზარზე.

M: როგორი მდგომარეობა იყო ბაზარზე, კომპანიის შექმნისას და როგორია დღევანდელი მდგომარეობა?

ვებ ჰოსტინგის სფეროში ბევრი კომპანია ოპერირებს. მათი რიცხვი დღითიდღე იზრდება, მოთხოვნის მატებასთან ერთად. IT აქტივობა არასოდეს წყვეტს განვითარებას და არ შემოიფარგლება დროითა და ადგილით.

როდესაც კომპანია WORLDBUS ბაზარზე გამოჩნდა, პრიორიტეტად გლობალურ ბაზარზე წვდომის პერსპექტივა განიხილა, რაც ჩვენი წარმატების ფორმულად შეიძლება ჩაითვალოს. ამ ინდუსტრიაში, მოთხოვნასთან შედარებით, მიწოდება „ზღვაში წვეთია“. ამიტომ მუდმივი განვითარებაა საჭირო, რომელიც მორგებული იქნება არა მხოლოდ ადგილობრივ ბაზარს, არამედ გლობალურ ტენდენციებსა და ინოვაციებს.

საცავის მომსახურეობაში წარმატებისა და პროგრესის გასაღები სამ მთავარ პრინციპში მდგომარეობს: განახლება, უსაფრთხოება და ახალი სერვისების მიწოდების პერსპექტივა საბოლოო მომხმარებლისთვის.

არაერთი დიდი თუ მცირე კომპანია გაიზარდა ან/და რეგრესისკენ წავიდა, ამ პერიოდში. შესაძლებლობების ეს სივრცე შესაძლოა ძალიან სარისკოც იყოს, ამიტომ მუდმივი განვითარება და მოქნილი სერვისი არის ის, რაზეც ჩვენ ვკონცენტრირდებით.

M: გვიამბეთ WORLDBUS-ის გუნდსა და მის გამოცდილებაზე…

WORLDBUS-ის გუნდის ბირთვი შედგება გამოცდილი საერთაშორისო ექსპერტებისა და პროფესიონალებისგან, რომლებსაც აქვთ, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ ბაზარზე მუშაობის გამოცდილება.

ვამაყობთ ჩვენი გუნდით, რომელმაც პროფესიული წინსვლის არა ერთი საფეხური განვლო და კომპანია გლობალური განვითარების მიზნისკენ წაიყვანა. სამომავლოდ, ქართული კომპანიისთვის ეს დიდი მიღწევა იქნება, საერთაშორისო ასპარეზზე.

M: რას გეგმავთ, სამომავლოდ?

WORLDBUS-ში, როგორც განვითარებად სტარტაპში, ჩვენ ტექნოლოგიის მოძრაობის მოდელირება მოვახდინეთ და ჩვენი პლანეტის დასაცავად, ენერგიის მოხმარების ოპტიმიზაციის პირობები განვიხილეთ, რაც ასე აქტიუალურია დღევანდელი მსოფლიოსთვის.

სწორედ ამიტომ, მოკლევადიან პერსპექტივაში, ვფიქრობთ, განვავითაროთ ჩვენი ღრუბლოვანი საცავის სივრცეები მსოფლიოს ყველა კუთხეში, საქართველოზე ფოკუსირებით. საშუალოვადიან პერსპექტივაში, ჩვენ გვაქვს საკუთარი CDN-ის გაშვების გეგმა, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში, დაბინძურების შემცირების მიზნით, ახალი მწვანე ენერგიის მონაცემთა ცენტრების გაშვებას ვგეგმავთ.

WORLDBUS-ის მომავალი

[R]

„ქოუჩინგი“, ანუ როგორ მართოთ კარიერა დამოუკიდებლად

Adobe Stock-ის ვიზუალისა და დიზაინის ტენდენციები 2022 წლისთვის