in

2024 წლის მსოფლიოს „საუკეთესო მაღალი შენობა“ ცნობილია!

Council on Tall Buildings and Urban Habitat-მა სინგაპურში არსებული Pan Pacific Orchard ახლახან დაასახელა 2024 Best Tall Building Worldwide-ის სტატუსის მფლობელად, ამას კი მის მწვანე იერსახეს უნდა მივაწერდეთ, რომელმაც აჩვენა, როგორ შეიძლება განვითარდეს ურბანული გარემო.

BOG
BOG

მსოფლიოში საუკეთესო მაღალი შენობის დიზაინი კი სინგაპურში არსებულ არქიტექტურულ სტუდია WOHA-ს ეკუთვნის, რომელმაც Pan Pacific Orchard-ის კარი გასული წლის ივნისში გააღო და სრულად გარდაქმნა ხედვა იმისა, თუ რას ნიშნავს გამწვანება მაღალი სიმჭიდროვის მქონე ქალაქში.

ბუნებით სასტუმროს ეთოსით, იგი 4 განსხვავებული თემატიკის მქონე ტერასას მოიცავს, მათ შორისაა Forest, Beach, Garden და Cloud. თუმცა უბრალო ტერასები არ გეგონოთ, ჰაერის ხარისხს აუმჯობესებს, ბიომრავალფეროვნებას ზრდის და ბუნებრივ გაგრილებაში ეხმარება.

ჟიურიზე კი შთაბეჭდილება სწორედ ჰოლისტიკურმა მიდგომამ მოახდინა, ფაქტმა, თუ როგორ მიაგებს შენობა პატივს სინგაპურის მემკვიდრეობას და არღვევს მდგრადი ურბანული განვითარების საზღვრებს…

გამწვანება შენობის ყველა კუთხეში გვხვდება, სვეტებიც მცენარეებითაა დაფარული, რომ აღარაფერი ვთქვათ ღია ტერასებსა და მდგრად ტექნოლოგიებზე, იქნება ეს წვიმის წყლის შეგროვების სისტემები, მზის პანელები თუ ბიოგამწოვი, რაც კიდევ უფრო აუმჯობესებს მის ეკომეგობრულობას.

14 000 კვადრატულ მეტრზე მეტი ფოთლების საფარით, რაც სამ ჰექტარს აღემატება, სასტუმროს მწვანე სივრცეები მიწის ფართობის 200%-ს იკავებს და ვიზუალურად შთამბეჭდავ, თუმცა ამასთან, ფუნქციურ მწვანე ფილტვებს გვთავაზობს ბეტონის ჯუნგლებში. 

WOHA-მ კი, თავის მხრივ, Pan Pacific Orchard შემოგვთავაზა, როგორც მაღალსართულიანი, ტროპიკული სტუმართმოყვარეობის ახალი მოდელი, სადაც ბუნება და სიმდიდრე ერთმანეთს ერწყმის. დაწყებული სარკისებრი ჭერით და დამთავრებული მწვანე პეიზაჟებით, იგი სტუმრებს ბიოფილურ გამოცდილებას სთავაზობს. დანარჩენი თავად ნახეთ:

Welcome! – სტეპში ახალი სასწავლო წელი თამაშებით იწყება

Urban Media – „პირველი ქართული ონლაინ გამოცემა თბილისის ურბანული განვითარების შესახებ“