3D პრინტერი, რომელზეც ამ პოსტში გვექნება საუბარი, იმით გამოირჩევა, რომ დაფქვილ მეტალს ლაზერით ამუშავებს. პრინტერი მეტალის სქელ მასას ფენა-ფენა მიყვება. გამოუყენებელი მეტალის ნარჩენები ვაკუუმური პრინციპით გაედინება, შესაბამისად, ნედლეული არ იკარგება. ეს მეთოდი მეტალისგან დიდ დეტალებს ქმნის. პრინტერი აქტიურად გამოიყენება NASA-ში, კოსმოსური ტექნოლოგიების შესაქმნელად.