30
Sep
2019

მსოფლიოს ახალი, ყველაზე დიდი აეროპორტი ფეხბურთის 25 სტადიონზე დიდი იქნება

30 Sep 2019

ჩინეთში მსოფლიოს უდიდესი აეროპორტი იხსნება. დაქსინგის აეროპორტმა უკვე ზედმეტსახელიც შეიძინა – “ზღვის ვარსკვლავი” და მას მსოფლიოში ყველაზე დიდი ტერმინალი აქვს. აეროპორტის გახსნა ჩინეთის დედაქალაქში მნიშვნელოვნად გაძნელებულ მიმოსვლას უკავშირდება და როგორც პროგნოზირებენ, 2025 წლისთვის, 72 მლნ მგზავრის მიღებას შეძლებს. აეროპორტი ბეიჯინგის ცენტრიდან სამხრეთით, 46 კმ-ში მდებარეობს. მისი ფართობი 700,000 კვ.მ-ია, ტერმინალი კი 80,000 კვ.მ-ს იკავებს. აეროპორტი საკმაოდ დიდია, თუმცა, უკვე განიხილება მისი გაფართოება, რათა 100 მლნ-ზე მეტი მგზავრის მიღება შეძლოს.

ტერმინალის ცენტრალური ნაგებობის შენება 4 წლის წინ დაიწყეს და წელს, 13 ივნისს დაასრულეს. ოთხსართულიანი არქიტექტურა სპეციალურადაა მოწყობილი ისე, რომ ჩამომსვლელ და წამსვლელ მგზავრთა შეუფერხებელი მიმოსვლა გაამარტივოს. ტერიტორიაზე მოეწყობა სავაჭრო ზონა და კაფეები. ყოველი დარბაზის ბოლოში, მგზავრთა დასასვენებლად, გაშენებულია ჩინური ბაღები. მთლიანობაში, შენობის არქიტექტურა ემთხვევა ჩინური არქიტექტურის პრინციპებს.

განხილვა