ექსტრემალური სპორტის მოყვარულები ნამდვილად მოიხიბლებიან ახალ ზელანდიაში, ქვინსთაუნში, ცოტა ხნის წინ გახსნილი ატრაქციონით. ეს მსოფლიოში პირველი კატაპულტია, საიდანაც ადამიანებს „ისვრიან“.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/BucketListInsider/videos/266362064185044/?hc_ref=ARSLFq_hv1MQjG3FHQiqjOzHQYN5IK18ogOjEjjOY9dLdzKY6piimn3UrXVC_aaodCw” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]
იდეა ახალ ზელანდიელ ანტრეპრენუარ ალან ჯონ ჰაქეთს ეკუთნის. ექსტრემალური სპორტი მისი მთავარი ექსტრემია – 30 წელზე მეტია, Bungy jumping-ის პოპულარიზაციას ეწევა, 1987 წელს პირველი იყო, ვინც ეიფელის კოშკიდან თოკით გადმოხტა. თუმცა, კატაპულტი აბსოლუტურად განსხვავებული ატრაქციონია: სპეციალური მოწყობილობით ტყვიასავით ისვრის ადამიანს. ადრენალინის მთავარი წყარო სწორედ ესაა.