როგორც ჩანს, საუკეთესო მართლაც ხვდებას მას, ვისაც ლოდინი შეუძლია. ყოველ შემთხვევაში, ყველის ბრენდის Sargento Foods კამპანიას თუ დავუჯერებთ, ასეა. ბრენდმა “პიცის მიტანის ყველაზე ნელი სერვისი” შექმნა, ასე რომ, თუკი პიცას შეუკვეთავთ, 4-დან 18 თვემდე მოგიწევთ ლოდინი. მომხმარებლებს შეუძლიათ მიიღონ “იტალიური მარგარიტა დაძველებით”, “გაუდას ბეკონი და ვაშლი”, “ქათმის პარმეზანი” და სხვა სახეობა. პიცა მაშინვე მზადდება, ამდენი დრო ყველის დაძველებას მიაქვს. Sargento-მ, სააგენტო Ogilvy Chicago-სთან თამაშრომლობით, შექმნა ვებგვერდი slowestpizzadelivery.com, სადაც პირდაპირ ეთერში შეგიძლიათ უყუროთ ყველის დაძველებას…