in

გადახდა ნებისმიერი ვალუტით – McDonald’s-ის ახალი კამპანია

McDonald’s-მა ახალი “Worldwide Favorites Menu” (მსოფლიოს რჩეულთა მენიუ) წარადგინა. ერთი შეხედვით ამაში განსაკუთრებული არაფერია – ბურგერი, „ფრი“ და გაზიანი სასმელი, რომ არა გადახდის ფორმა – მომხმარებელი იხდის იმ ვალუტით და იმდენს, რაც ჯიბეში აქვს.

კამპანია მხოლოდ ამერიკის მასშტაბით მიმდინარეობს, ამ ეტაპზე, მას მსოფლიოში ბრენდის არც ერთი ქსელი არ შეუერთდება. მაგრამ იქ სადაც აქცია მოქმედებს, შესაძლებელია, ნებისმიერი ვალუტით და სხვათაშორის, ნებისმიერი ოდენობის თანხის გადახდა. ვინმეს ქართული ლარი რომ ჰქონდეს, შეკვეთას მარტივად გააკეთებს. უცხოური ვალუტით ანგარიშსწორება, სწრაფი კვების რესტორნების ქსელში, მხოლოდ 4 მენიუზე ვრცელდება: Stroopwafel McFlurry (ჰოლანდიური), Grand McExtreme Bacon Burger (ესპანური), Tomato Mozzarella Chicken Sandwich (კანადური) და Cheesy Bacon Fries (ავსტრალიური).

აღსანიშნავია, რომ უცხოური ვალუტით, თითოეულ მომხმარებელს, მისთვის სასურველი ერთი მენიუს შეძენა, მხოლოდ ერთხელ შეუძლია. აქცია აშშ-ის ყველა McDonald’s-ში, 6 ივნისს, ადგილობრივი დროით, 14:00-დან 17:00 საათამდე იქნება.

ბრენდმა ეს კამპანია, მომხმარებელს, სწორედ ახალი მენიუების წარსადგენად და გასაცნობად შესთავაზა.

კონტრაქტი, რომელიც დალევისგან თავის არიდებას გიკრძალავთ

აჟღერებული ქვევრი, ანუ როგორია Qvevri Sound System?