თანამედროვე დატვირთულ საინფორმაციო გარემოში სიმართლე ხშირად მოითხოვს გამბედავ მოქმედებებს. საქმის პროფესიონალურად შესასრულებლად, ჟურნალისტს მუდმივად სჭირდება საშიშროებების გადალახვა, სიმამაცე და შეუვალობა. სწორედ ამ თემაზეა საუბარი The New York Times-ის ვიდეორგოლში, რომლის მთავარი გზავნილია “სიმართლე ამად ღირს”. ვიდეორგოლი გადმოსცემს ჟურნალისტის ამბავს, რომელმაც ერაყში ხუთჯერ იმოგზაურა და ისლამური სახელმწიფოს შესახებ 15,000-ზე მეტი დოკუმენტი აღმოაჩინა. ვიდეორგოლზე სააგენტომ Droga5 იმუშავა.
https://www.youtube.com/watch?time_continue=6&v=8goJKQ_864c