27
Feb
2019

კრეატიულ ფესტივალზე WOW DONE AWARDS განაცხადების მიღება დაიწყო

27 Feb 2019

WOW DONE AWARDS მარკეტინგული და PR კომუნიკაციების ფესტივალია. წლევანდელი დაჯილდოება 29 მაისიდან 1 ივნისამდე ჩატარდება, უკრაინის ქალაქ ოდესაში. ფესტივალი მოიცავს შემდეგ კატეგორიებს: Brand Experience & Activation, Public Relations Marketing, Direct Marketing, Social & Influencer Marketing და Creative Data. მარკეტინგული სფეროს კატეგორიების გარდა, ფესტივალზე აჯილდოებენ საუკეთესო საკონკურსო ნამუშევრებს შემდეგი ინდუსტრიული მიმართულებებით: საკვები პროდუქტები, ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელები, ტელეკომი, ფინანსური მომსახურება, ჯანმრთელობა და სილამაზე და სხვა.

ტრადიციულად, ფესტივალის პროგრამაში, ზემოხსენებული საერთაშორისო ნომინაციების გარდა, შედის ადგილობრივი კონკურსებიც: National Marketing Services და PR Contest.

მონაწილეთა ნამუშევრებს სამი დამოუკიდებელი ჟიური შეაფასებს. პირველი – მარკეტინგი და პიარ კომუნიკაციების ჟიური მოიცავს აღიარებულ სპეციალისტებს კრეატიული სააგენტოებიდან. ისინი შეაფასებენ ყველაზე ორიგინალურ შემოქმედებით იდეებსა და მათ რეალიზებას, მარკეტინგული ინსტრუმენტებისა და საკომუნიკაციო არხების გათვალისწინებით.

ჟიურის მეორე გუნდი განიხილავს ინდუსტრიულ კატეგორიას. მისი წევრები იქნებიან რეკლამის დამკვეთები. მესამე გუნდი კი ეროვნულ კონკურსს შეაფასებს, ანუ იმ ნამუშევრებს, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე შეიქმნა და განხორციელდა.

საკონკურსო ნამუშევრების მიღების პირველი ვადა 2019 წლის 15 მარტია. რაც უფრო ადრე შეიტანთ განაცხადს, მისი ღირებულება უფრო ნაკლები იქნება. ფესტივალს მთელი უკრაინის სარეკლამო კოალიცია უწევს ორგანიზებას, მარკეტინგული ინიციატივების საერთაშორისო ასოციაციასთან (МАМІ) ერთად.

განხილვა