27
Mar
2019

სააგენტო WINDFOR’S-ის ექაუნთ დირექტორი Wow Done Awards-ზე ჟიურის წევრად მიიწვიეს

27 Mar 2019

საერთაშორისო კრეატიულ ფესტივალზე Wow Done Awards ჟიურის წევრებს შორის ქართული საკომუნიკაციო სააგენტოს WINDFOR’S კლიენტთა მომსახურების დირექტორი თამარ ცინცაძე იქნება. Wow Done Awards მარკეტინგული და PR კომუნიკაციების ფესტივალია, რომელიც მოიცავს შემდეგ კატეგორიებს: Brand Experience & Activation, Public Relations Marketing, Direct Marketing, Social & Influencer Marketing და Creative Data. თამარ ცინცაძე ნამუშევრებს მარკეტინგისა და PR კომუნიკაციების კატეგორიაში შეაფასებს.

თამარ ცინცაძე: “ჟიურის წევრობა ძალიან საინტერესო გამოცდილებაა განსაკუთრებით მაშინ, როცა სააგენტოში მუშაობ და ზუსტად იცი როგორი მოლოდინი და იმედი აქვს ყველა მონაწილეს, რომ მათ ნამუშევარს ჟიური ყურადღებით გაეცნობა, გაიაზრებს რა იყო დავალება, გამოწვევები, პრობლემის როგორი გადაწყვეტა იპოვეს და ობიექტურად შეაფასებს. ამ ყველაფრის მეორე მხრიდან დანახვა ვფიქრობ ძალიან სასარგებლო იქნება ჩემთვის. რაც შეეხება უშუალოდ ამ ფესტივალს, მისი კონცეფცია WOW-Done ძალიან მომწონს. იგულისხმება, რომ თუ ხალხმა თქვა WOW, ჟიური ამბობს – Done. რადგან სწორედ ისეთი იდეები და კამპანიებია დასაფასებელი, რომლებიც ამ კონკურენტულ გარემოში ადამიანების აღფრთოვანებას და გაოცებას იწვევს. ეს ჩემთვის პირველი გამოცდილებაა და მოუთმენლად ველოდები შეფასების პროცესის დაწყებას, რომელიც მაისის პირველ ნახევარში იქნება. ჟიურის ყველა წევრი მიიღებს დეტალურ მითითებებს და კრიტერიუმებს, რის მიხედვითაც უნდა შეფასდეს ნამუშევრები.”

წლევანდელი დაჯილდოება, 29 მაისიდან 1 ივნისამდე, უკრაინის ქალაქ ოდესაში ჩატარდება.

განხილვა