2
Oct
2018

ვიზუალი VS კონცეპტი და WOW, როგორც კლიენტის შეფასება – ია დარახველიძის #აზრები

2 Oct 2018

M2


ეს ჩემი საყვარელი დიზაინერის სიტყვები ჩემი საქმიანობის მთავარი „ლოზუნგია“. ალბათ, ყველა სხვა სფეროში საკმარისი იქნებოდა ორი პასუხი – „კი“, ან „არა“… მაგრამ აქ არა… აქ ხომ ყველა, თავის საქმეზე შეყვარებული, კლიენტისგან მხოლოდ კის არ ელოდება, შეფასებისას… აქ ხომ კლიენტის ემოციაც გჭირდება იმისათვის, რომ საკუთარი ნაწვალებით ბედნიერი დარჩე… და არაფერია „WOW“-ზე სასიამოვნო ემოცია – როდესაც ხედავ კლიენტის გულწრფელ აღტაცებას და იჯერებ, რომ მართლა სწორად გაიგე მისი სურვილი და იპოვნე გზა, ზუსტად ისე გადმოგეცა ეს ყველაფერი, როგორც მას წარმოედგინა.. ანდა, უფრო უკეთესადაც კი – ისე, როგორც ვერ წარმოედგინა…

როდესაც ხედავ კლიენტის ასეთ გაოცებლ სახეს, ალბათ, ყველაზე ამაყი ხარ და მომენტალურად გავიწყდება დედლაინამდე დარჩენილი უძილო ღამეებიც – ხვდები, რომ ის რაშიც გული ჩადე, ზუსდატ ისეთი გამოვიდა, როგორიც გინდოდა… არადა, ნეტა მართლა სულ სამი პასუხი არსებობდეს კლიენტის მიერ შენი შრომის შესაფასებლად… ჩვენი პროფესია გაიძულებს „ცოტათი“ მაინც იყო ფსიქოლოგი და მიხვდე „რა სურთ კლიენტებს“.

  • რა ლამაზია! (მოსწონს);
  • მომწონს კონცეპტუალური გადაწყვეტა, საკმაოდ კარგია! (ამაყობს, კმაყოფილია);
  • მომწონს კონცეფცია! (ეს სიტყვა შენ უთხარი წინა შეხვედრაზე ოღონდ)! (არც ისე კმაყოფილია);
  • მომწონს, მომწონს! (მაგრამ დარწმუნებულია რომ არ იცის რა მოწონს – დაბნეულია);
  • არ მომწონს!!! (მაგრამ დარწმუნებულია, რომ არ იცის რა არ მოწონს – გაბრაზებულია);

ასეთი ფრაზები ბევრს მოგისმენიათ საკუთარ პრაქტიკაში და რაც უფრო მეტი პრეზენტაცია და კლიენტის შეფასება გვაქვს „გავლილი“, მით უფრო მარტივია ამ ემოციების სწორად ამოცნობა… და ალბათ, მაინც ყველაზე ადვილი ამოსაცნობი „WOW“-ია – ემოცია, რომელსაც ალბათ პირველივე პრეზენტაციაზე შეამჩნევს დამწყებიც კი. აქ ხომ ვერ ითამაშებ, ან ვის რაში სჭირდება ჩვენთან აღფრთოვანების თამაში…

რა უფრო მნიშვნელოვანია პრეზენტაციის დროს? ვიზუალი თუ კონცეპტი? საკუთარ თავს ხშირად ვუსვამთ ამ კითხვას და პასუხი ალბათ ინდივიდუალურია.. დიზაინერის და კლიენტის მიხედვით.. ვიზუალით, რა თქმა უნდა, შეიძლება მოაწონო კლიენტს, შეიძლება აღაფრთოვანო კიდევაც, მაგრამ, ვიზუალით აღფრთოვანებული კლიენტების ემოციები, ალბათ, მაინც ვერ შეედრება იმ კლიენტების განცდებს, რომელთათვისაც მხოლოდ ვიზუალური აღფრთოვანებით არ სრულდება პრეზენტაცია.. როცა ვიზუალს ემატება ნააზრევი, იდეა, შინაარსი.. როდესაც უხსნი, რა რას ნიშნავს და რატომ. როგორ მიხვედი ვიზუალისა და აზრის ერთიანობამდე – ხედავ, როგორ სულ უფრო მოსწონს კლიენტს უკვე „საკუთარი“ შენი „ნაშრომი“. რაც უფრო გასაგები და მისაღებია იდეა კლიენტისთვის, მით უფრო შთაბეჭდილების ქვეშაა და ნაკლებად მალავს საკუთარ ნამდვილ „WOW“-ს…

WOW IS THE ONE TO AIM FORჩემთვის ეს სიტყვები კონცეპტის მიმართულებასთან ასოცირდება… ლაბირინთთან კლიენტისთვის, სადაც შენ აჩვენებ გზას და რაც უფრო საინტერესოა და დატვირთული ეს გზა – მით უფრო მეტად ექცევა კლიენტი შთაბეჭდილების ქვეშ… და მეტი შანსია კიდევ ერთხელ ვიყოთ კლიენტის „WOW“-ს მომსწრე…

„WOW“ ხომ ზუსტად ისაა, რისთვისაც გვიყვარს ჩვენი საქმე…

ია დარახველიძე – Art დირექტორი, BRID

 

განხილვა