წარმოიდგინეთ, რას მიაღწევდნენ ცნობილი და წარმატებული ადამიანები მათი მოსაზრებები თუ იდეები, ფართო საზოგადოებას რომ არ გაეგო? სწორედ ასეა, თუ არავინ ისმენს შენს იდეას, მაშინ ის უბრალოდ განუხორციელებელ ჩანაფიქრად დარჩება. გერმანულმა გაზეთმა WOZ, ამ საკითხთან დაკავშირებით, ორიგინალური პრინტ კამპანია შექმნა. პოსტერების მომზადება სააგენტო Leo Burnett-ს დაევალა, რომელმაც ჩანაფიქრის წარმატებით განსახორციელებლად ისეთი ცნობილი პიროვნებები წარმოადგინა, როგორიც მარტინ ლუთერ კინგი, ნელსონ მანდელა და ჯონ კენედი იყვნენ. კამპანიის მიზანი საზოგადოებაში მოტივაციისა და შემართების ამაღლებაა.