in

WPP – საქართველოში შემოდის

საქართველოში შემოდის

საქართველოში შემოდისმსოფლიოს უმსხვილესი მარკეტინგული საკომუნიკაციო კომპანია WPP საქართველოში შემოდის. მისი ადგილობრივი პარტნიორები 2011 წელს შექმნილი “Pro Media” და “Spot Media” იქნებიან.
WPP 110 ქვეყანაში ოპერირებს, დასაქმებული ყავს 165 000 ზე მეტი ადამიანი და 2012 წელს, უკვე მეორედ, Cannes Lion-ის საერთაშორისო კრეატიულ ფესტივალზე წლის კომპანიად აღიარეს. მასში რამდენიმე სააგენტო შედის და სწორედ მათთან Mediacom-თან Pro Media,ხოლო Mindshare-თან Spot Media იქნება აფილირებული.
“Spot Media”-ს დირექტორი ნათია წულეისკირი ამბობს, რომ WPP-ს საქართველოში შემოსვლა ქართული მხარის ინიციატივით მოხდა.
“ჩვენ ვართ ინიციატორები, შემდეგ დავუკავშირდით მათ წარმომადგენლებს, ორმხრივი ინტერესის შედეგად შეთანხმებას მივაღწიეთ. ჩვენ ვითანამშრომლებთ მედია ინვესტიციების განხრით”,-ამბობს ნათია წულეისკირი.
საქართველოში WPP-ს სამოქმედო არეალი , ძირითადად, მედია კამპანიას შეეხება. ნათია წულეისკირის თქმით, ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს მედია დაგეგმარების, რეკლამის განთავსების, ბაზრის ანალიზის, ბიუჯეტირებისა და მომსახურებას გაუწევენ. მისი თქმით,მომსახურება საერთაშორისო სტანდარტების ანალოგიური იქნება.

ხშირად ქართული და უცხოული გამოცდილება ერთმანეთს არ ემთხვევა, ის, რაც საზღვარგარეთ “მუშაობს” , ქართული რეალობისთვის შეუფერებელია. განსაკუთრებით, როცა საუბარი მარკეტინგსა და პიარზეა. ნათია წულეისკირი ამბობს, რომ სერვისი აუცილებლად ინტეგრირებული იქნება ქართულ რეალობასთან, პირდაპირი კოპირება არ მოხდება და ზოგადად, მათი მთავარი მიზანია ქართულ ბაზარზე საერთაშორისო სტანდარტები დაამკვიდრონ.

დღეს, როცა სარეკლამო სააგენტოები ადგილობრივ ბაზარზეც მრავლადაა, მომსახურების საფასური მნიშვნელოვანი ელემენტია. “Spot Media”-ს დირექტორი ამბობს, რომ არ არსებობს ფიქსირებული ფასები. თითო მომსახურების საფასური სხავდასხვა ფაქტორების გათვალისწინებით დგინდება, მაგრამ, მისი თქმით, მაღალი სტანდარტების პარალელურად, შეეცდებიან მომხმარებელს ხელსაყრელი ფასები შესთავაზონ.

როგორც კომპანიაში აცხადებენ კონკურენტებთან “ბრძოლაში ” მათი მთავარი უპირატესობა თავად WPP იქნება. გარდა ამისა, ნათია წულეისკირი ამბობს, რომ “Spot Media”-ც წარმატებული სააგენტოა. მისი თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კლიენტი ამერიკული საკვები პროდუქტების კომპანია “Kraft Foods”-ია.

Must see

ვინ ვის ბაძავს და რა იყო პირველად?

ემბიეი

MBA25 – საუკეთესო ბიზნეს სკოლების კონტინენტური შეჯიბრი თბილისში