in

ძმები რაიტების წარმატების ფორმულა მეწარმეებისთვის

მე-20 საუკუნის დასაწყისში ძმები რაიტების (ორვილ და უილბურ რაიტები) ტექნოლოგიური მიღწევა სწორედ ის არის, რასაც მეწარმეები ყოველდღე ცდილობენ: გააცოცხლონ თამამი იდეები. დაახლოებით 120 წლის წინ მათ „მფრინავი მანქანა“ შექმნეს, რომელიც თანამედროვე თვითმფრინავის წინაპირობად იქცა — უბრალოდ, ამას ბევრი მცდელობა უძღოდა წინ.

ზოგადად, იყო მეწარმე, ნიშნავს, გაუმკლავდე უცნობის შიშს. ეს წარუმატებლობის მიღებას და მის სწავლისა და ადაპტაციისთვის გამოყენებაც მოითხოვს. დღეს კი ძმები რაიტების კომპანიის, „უილბურნის“, დაარსებიდან 156 წლის თავზე, ამ გამომგონებლების გაკვეთილების მიღება კვლავ შეგვიძლია:

წარუმატებლობა იწვევს წარმატებას

რა თქმა უნდა, ძმები რაიტებისთვის მარტივი არ ყოფილა გიჟური იდეის სრულყოფილად განხორციელება — მცდელობებისა და წარუმატებლობების რიგს წლები დასჭირდა. თუმცა არცერთი მათგანი არ ყოფილა დანებების საფუძველი… არამედ პირიქით, დამფუძნებლებმა უნდა გააცნობიერონ, რომ წარუმატებლობად აღქმული მოვლენა შეიძლება, გადამწყვეტ მომენტად იქცეს. სტატისტიკურად, მცირე ბიზნესის დაახლოებით 20% მარცხდება პირველი წლის განმავლობაში, 30% — მეორე წლის შემდეგ და პირველი ხუთი წლის ბოლოს; მთლიანობაში, ყველა ახალი მცირე ბიზნესის დაახლოებით 50% ასრულებს კრახით.

უბრალოდ, აქ გასათვალისწინებელია, რომ ბევრი ცნობილი ნოვატორი, როგორებიც იყვნენ უოლტ დისნეი და თომას ედისონი, წლების განმავლობაში განიცდიდნენ წარუმატებლობას, ვიდრე საბოლოო წარმატებას მიაღწევდნენ.

ამ მაგალითებზე დაყრდნობით, შეგვიძლია, მარტივი ფორმულა გამოვყოთ: მთავარია განუწყვეტლივ ადაპტირება და მორგება, კორექტირება და ტესტირება, ვიდრე პროდუქტი იმ სახემდე არ მივა, რომელიც სრულად დაგაკმაყოფილებთ. ძმები რაიტებიც ხომ ამ პრინციპით მოქმედებდნენ — ეტაპობრივად ქმნიდნენ მფრინავი მოწყობილობისთვის საჭირო ნაწილებს და ამა თუ იმ დეტალს დროთა განმავლობაში, ტესტირებების საფუძველზე ამატებდნენ.

გახსოვდეთ, წარუმატებლობა ღირებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოიყენება სწავლის, ადაპტაციისა და შემდგომი გაუმჯობესებისთვის.

„პირველი მოთამაშეები“ ყოველთვის ვერ აღწევენ მაქსიმალურ წარმატებას

მართალია, ძმები რაიტები პირველები იყვნენ საფრენი მოწყობილობის შექმნაში, მაგრამ ფრენის კომერციალიზაცია ვერ მოახერხეს. სანაცვლოდ, წლების შემდეგ ინოვატორების მთელი რიგი გამოჩნდა — მათ შორის იყო კომპანია Aero Products Company, შემდეგში ცნობილი, როგორც Boeing.

ძმები რაიტების მსგავსად, ბაზარზე პირველი კომპანიები იშვიათად იგებენ „ხანგრძლივ თამაშს“ — მაგალითად, Google-ს არ შეუქმნია პირველი საძიებო სისტემა, Facebook არ ყოფილა პირველი სოციალური მედია და Apple-ს არ გამოუგონებია სმარტფონი. ამის ნაცვლად, ეს კომპანიები განვითარებად ტენდენციებს მიჰყვნენ და უკეთესი გამოცდილება შეიმუშავეს, ვიდრე მოცემულ მომენტში იყო ხელმისაწვდომი.

გამოდის, პირველობა სულაც არ ნიშნავს გრძელვადიან წარმატებას. მხოლოდ იმიტომ ნუ იტყვით იდეაზე უარს, რომ „ვიღაც უკვე გააკეთა ეს“.

დაფინანსება არის საშუალება და არა — მიზანი

მიუხედავად იმისა, რომ მატერიალური მხარე ძალიან მნიშვნელოვანია იდეების სრულსაყოფად, ძმებ რაიტებს არასდროს არავისგან მიუღიათ დაფინანსება და ნებისმიერ შემოთავაზებაზე უარს ამბობდნენ. ასე ინარჩუნებდნენ დამოუკიდებლობას და თავიდან იცილებდნენ სხვების ჩარევის ნებისმიერ მცდელობას. თუმცა ეს შემაფერხებელი ფაქტორი ნამდვილად არ ყოფილა — ძმებმა ისეთი პროექტების წინააღმდეგ გაიმარჯვეს კონკურენტულ ბრძოლაში, რომლებსაც დიდი კორპორაციები აფინანსებდნენ.

ორვილი და უილბური ამ მიდგომით სრულ თავისუფლებას იძენდნენ — თავად აწესებდნენ საკუთარ თავზე მორგებულ ვადებს აწესებდნენ და მთელ დროს სურვილისამებრ ანაწილებდნენ; არც არავის წინაშე ჰქონდათ რაიმე ვალდებულება, ნებისმიერი კრახი მხოლოდ მათივე სადარდებელი თუ საპრობლემო იყო.

მთლიანობაში, მათმა დაუოკებელმა ცნობისმოყვარეობამ და სიძნელეების წინაშე დაჟინების მტკიცე გადაწყვეტილებამ განაპირობა წარმატება. დღევანდელი ბაზარი ახალ წინააღმდეგობას უქმნის დამფუძნებლებს, მაგრამ სინამდვილეში ყოველთვის იქნება გამოწვევები და უარმყოფლები, რომლებიც ფიქრობენ, რომ უკეთ იციან. როგორც უილბურმა დაწერა, „არცერთი ჩიტი არ ცვივა მშვიდად“. ძმები რაიტები წარმატებულები იყვნენ, რადგან საკუთარი საქმიანობა იტაცებდათ. ისინი სწავლობდნენ, იმეორებდნენ და ავითარებდნენ.

 

წყარო: Inc.

4 მიდგომა ორგანიზაციული ცვლილებების სამართავად

The Power Of No – 22 აპრილს, გაიმართება სამიტი ქალთა გაძლიერებისა და მოტივირებისათვის!