in

Wrigley’s Extra-ს რებრენდინგი და ახალი იდენტობა

Wrigley’s Extra საღეჭი რეზინი სტომატოლოგიური ჰიგიენის საკითხისგან გადახვევას ცდილობს და ახალ იდენტობას მრავალფეროვანი გემოებით გვთავაზობს. ამისთვის, სააგენტო Elmwood-მა ახალი ვიზუალიც შექმნა, რომელიც მთელ მსოფლიოში გავრცელდება. 

რებრენდინგის ამბიცია იყო ჩამოგვეშორებინა ის ტრადიციული შეხედულება, რომელიც სტომატოლოგიური ჰიგიენის ირგვლივ ტრიალებს, ამიტომ ფოკუსირებას გემოებზე ვახდენთ, ჩვენ შევქმენით Extra-ს გამორჩეული იდენტობა, რომელიც შეფუთვის მიღმა თავდაჯერებულობას ასხივებს, — აცხადებს კრეიგ ბარნსი, Elmwood-ის კრეატიული დირექტორი.

საღეჭი რეზინის დიზაინში ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი მისი ვარსკვლავის სიმბოლოა, რომელსაც ახლა უფრო დახვეწილი ფორმით გვაჩვენებენ. ამჯერად მას უფრო რბილი დაბოლოებები და ახალი იერსახე აქვს. დიზაინში მათი დახმარებით შექმნილ გულისა და ტუჩის ფორმებსაც კი ვხედავთ. ამას გარდა, Elmwood ბრენდის ვიზუალს ანიმაციური ნამუშევრებით წარმოადგენს, რომელიც, თავის მხრივ, პოპ-არტით არის შთაგონებული და მასზე მხიარულ წარწერებსაც ვკითხულობთ.

დიზაინერები მიიჩნევენ, რომ ბრენდს ციფრულ ეპოქაში დიდი პოტენციალი აქვს, ამიტომ აპლიკაციას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ. თუმცა მაინც ყველაზე მთავარი საღეჭი რეზინის შეფუთვაა. სწორედ ამიტომ, მათ აქცენტი გემოვნებისა და თავდაჯერებულობის მომენტებზე გააკეთეს. პროდუქტი სხვადასხვა სახელითაც არის ცნობილი, მათ შორისაა Orbit და Freedent.

“Stay in the Game” — Pringles-ის ახალი კამპანია

Რატომ უჭერს მხარს თეგეტა ჰოლდინგი კანის ახალგაზრდა ლომებს?