საერთაშორისო ამნისტია ადამიანებს კიდევ ერთხელ ახსენებს, რომ კალამი მახვილზე ძლიერია და ამ შეხსენებას, ადამიანის უფლებების დღეს, 10 დეკემბერს რომ დაამთხვია, სახელიც – „წერა უფლებებისთვის“ მოუფიქრა (რომელიც ინგლისურად უფრო კარგად ჟღერს – “Write for Rights”).
ყოველ წელს, ამნისტიის მხარდამჭერები მთავრობის წარმომადგენლებს წერილებს უგზავნიან, რათა დაარწმუნონ ისინი, დროა, ადამიანთა უფლებების შეურაცხყოფა დამთავრდეს – რაც მათი საკუთარი აზრის გამოთქმის გამო დაპატიმრებისა თუ წამების აღკვეთაში უნდა გამოიხატოს.
კამპანიის ფარგლებში, პოსტერები კანადურმა სააგენტო Cosette-მ შექმნა, რომლითაც წერის მარათონსაც დაუჭირეს მხარი.
მთავარი მიზანი კომუნიკაციის დამყარება იყო ადამიანებსა და მთავრობებთან და მათთვის იმის შეხსენება, რომ სიტყვებს ძალიან დიდი ძალა აქვთ: „წერე, რომ გაიგონ“, „წერე, რომ კანონი გადაწერო“, „წერე, რომ ძალაუფლება დაამხო“…

















