რატომ შეიძლება გარისკო საკუთარი სიცოცხლით, გაეკიდო ნაგვის მანქანას და ისკუპო, პირდაპირ, ნარჩენების გროვაში? ვიდეორგოლი, რომელშიც მთავარ როლს “ნეტფლიქსის” სერიების მსახიობი ჯასმინ ჯობსონი ასრულებს, ეკოლოგიურ პრობლემას ეხება. ჯასმინი პლასტმასის ბოთლს შეცდომით არასწორ ურნაში აგდებს და შემდეგ, ნაგვის მანქანას დიდხანს მისდევს, რათა შეცდომა გამოასწოროს. Friends of the Earth-ის ეს რეკლამა, სააგენტო Don’t Panic London-მა შექმნა. ვიდეორგოლი არის ერთგვარი გზავნილი საზოგადოებაში, რათა ნარჩენების დახარისხება ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად ვაქციოთ და გავიაზროთ, რამხელა ზიანი შეიძლება მოგვიტანოს ნარჩენების პრობლემების იგნორირებამ.
რატომ შეიძლება ჩახტე ნაგვის მანქანაში? – Friends of the Earth-ის ვიდეორგოლი












