in

ვაფ&მიაუ – ლილუსა და ოლის სიყვარულით დაწყებული საქმე – ტანსაცმელი და აქსესუარები ოთხფეხა მეგობრებისთვის

Startauperi
Startauperi

პანდემია შეზღუდვებსა და მრავალ დისკომფორტთან ერთად, ბევრი ადამიანისთვის ახალი შესაძლებლობების წყაროდაც იქცა. ზუსტად ასეთია სტარტაპი ვაფ&მიაუ, რომლის ფარგლებშიც, ოთხფეხა მეგობრებისთვის ნატურალური ქსოვილისა და ხის მასალების გამოყენებით, ტანსაცმელი და აქსესუარები იქმნება. სტარტაპი ორ მეგობარს, ქეთევან ოქროპირიძესა და ია პაპუკაშვილს ეკუთვნით.

ორივეს გვყავს ოთხფეხა მეგობარი, ქეთას კატა – სახელად ოლი და მე ძაღლი – სახელად ლულუ. ხშირად გვჭირდებოდა მათთვის ტანსაცმლისა და აქსესუარების შეძენა და ყოველთვის გვიჭირდა ხელმისაწვდომ ფასად ხარისხიანი პროდუქციის მოძებნა. იდეა პანდემიის დროს დაიბადა. რადგან თითქმის ყველაფერი დაკეტილი იყო, ვფიქრობდით, როგორ და რა გზით გვექცია ის რეალობად, მაგრამ სირთულეების მიუხედავად, დღეს, ბაზარზე ვართ, – გვიყვება იაკო პაპუკაშვილი.

მოდელებს იაკო და ქეთა ქმნიან, როგორც ამბობენ, ისეთი დიზაინისას, სხვაგან რომ ვერ შევიძენთ. საჭირო მასალების ქართულ ბაზარზე მოძიების შემდეგ, უშუალოდ, პროდუქტის შექმნაზე პასუხისმგებლობას მკერავი და ხის ერთ-ერთ საწარმო იღებს.

რაც შეეხება ბრენდინგს, ვაფ&მიაუს ვიზუალურ იდენტობაზე ქეთევან კობახიძემ იმუშავა. ლოგო უნდა ყოფილიყო მეგობრული (pet friendly), ფერი კი – ვარდისფერი, ბრენდისთვის მშვიდი, მეგობრული და ნაზი ეფექტი რომ დაეტყო.

ჩვენს კითხვაზე, რა პრობლემას ჭრის ვაფ&მიაუს ბაზარზე არსებობა, იაკო პაპუკაშვილი გვპასუხობს:

ჩვენი არსებობით, დღეს, მომხმარებელს შეუძლია, შეიძინოს მაღალი ხარისხის განსხვავებული პროდუქცია ხელმისაწვდომ ფასად. რაც მთავარია, ქართული.

M: სად და როგორ ხდება თქვენი პროდუქციის რეალიზება და როგორი საფასო პოლიტიკა გაქვთ?
ჯერჯერობით, გაყიდვები მხოლოდ ონლაინ გვაქვს. დაახლოებით, 1 თვეა, რაც ბაზარზე გამოვჩნდით და ნელ-ნელა ახალ მოდელებსაც დავამატებთ. ფასები 12 ლარიდან იწყება და ყველაზე ძვირადღირებული პროდუქტი 150 ლარამდე ადის.

M: რა არის ბაზარზე თქვენი უპირატესობა ოთხფეხა მეგობრების ტანსაცმლისა და აქსესუარების მწარმოებელ ბრენდებთან მიმართებით?
ჩვენ გამოგვარჩევს განსხვავებული პროდუქცია, განსხვავებული დიზაინი და ხელმისაწვდომი ფასი. საქართველოში პირველები ვართ, რომლებმაც ოთხფეხა მეგობრებისთვის კარვები შევქმენით.

M: როგორ წარმოგიდგენიათ ვაფ&მიაუს მომავალი?
უახლოეს მომავალში კოლექციას დაემატება ჰამაკები, ზურგჩანთები, ჩასაწვენი კალათები, ასევე საახალწლო აქსესუარები.

წელს, ჩვენი პროდუქცია წარმოდგენილი იქნება საახალწლო გამოფენებზე.

სამომავლოდ, გვინდა, ონლაინგაყიდვებს გავცდეთ და ასორტიმენტის გამრავალფეროვნებასთან ერთად, თბილისში საკუთარი მაღაზიაც გავხსნათ.

LG-იმ ელემენტზე მომუშავე, ჰაერის გამწმენდი ნიღაბი დაანონსა

მენეჯერთა უმეტესობა თანამშრომელთა ქოუჩინგს თავს ვერ ართმევს, თუმცა, სწავლა შესაძლებელია