in

Webster University Georgia-მ ბიზნესლიდერთა ფერედაციასთან „ქალები მომავლისთვის“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

Webster University Georgia-მ ბიზნესლიდერთა ფერედაციასთან „ქალები მომავლისთვის“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის ინიციატივით სპეციალური ღონისძიება გაიმართა. Webster University Georgia-სა და ორგანიზაციის „ქალები მომავლისთვის“ შორის გაფორმებული მემორანდუმი სტუდენტი და მეწარმე გოგოებისთვის ცნობიერების ამაღლებასა და პრაქტიკული უნარების გამომუშავებას შეუწყობს ხელს.

სამომავლოდ, ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსი და ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების ჩატარებას ისახავენ მიზნად. აქტივობების ფარგლებში, სტუდენტი და მეწარმე გოგოები/ქალები საინტერესო პროექტების შეთავაზებას მიიღებენ, დაესწრებიან საჯარო ლექციებს, ტრენინგებსა და მასტერკლასებს, ასევე, ჩაერთვებიან საგანმანათლებლო და ცნობიერების ასამაღლებელ სხვადასხვა ღონისძიებებაში.

შეხვედრა Webster Georgia-ს ფილიალის ცენტრალურ კორპუსში ჩატარდა. ღონისძიებას წარადგენდნენ: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნვერსიტეტის რექტორი ნინო ენუქიძე, Webster University Georgia-ს პროექტების ხელმძღვანელი მაია ნონიაშვილი და ორგანიზაციის „ქალები მომავლისთვის“ თავმჯდომარე ნინო კობახიძე.

[R]

Range Rover Batumi Gold – ლეგენდარული მოდელის განახლებული ვერსია „ჯი-თი მოტორსის“ შოურუმში

შესაძლოა, ძვირფასი ქვებით კვანტური კომპიუტერები შექმნან