5
Feb
2019

JWT საქმიანობას ახალი სახელით აგრძელებს, ცვლილებები საქართველოსაც ეხება!

5 Feb 2019

მულტინაციონალურმა სარეკლამო და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომპანია WPP-მ, რომელიც ფლობს სააგენტოებს: Ogilvy, J. Walter Thompson, Young & Rubicam, IMRB, Millward Brown, Grey, Burson-Marsteller, Hill & Knowlton, TNS, GroupM, Wunderman and Cohn & Wolfe ახალი სააგენტო, Wunderman Thompson წარადგინა.

კომპანიამ კრეატიული სააგენტო, J. Walter Thompson და ციფრული სააგენტო, Wunderman გააერთიანა. 2 თვის შემდეგ კი, რაც გადაწყდა, რომ ეს ორი სააგენტო ერთი კონკრეტული სახელით გააგრძელებდა საქმიანობას, საზოგადოებისა თუ კომპანიის იმ 20 000 თანამშრომლისთვის, რომლებიც 90 ქვეყნის ბაზარზე, ბრენდის 200 კომპანიაში არიან დასაქმებულები, ოფიციალური ვიზუალური იდენტობაც გახდა ცნობილი.

ახალ ვიზუალურ იდენტობაში – პლუს ნიშანი/ინსპირაციის სიმბოლო იგულისხმება კონკურენტული უპირატესობა – Wunderman-ის მონაცემების ბაზა და JWT-ის შემოქმედებითი უნარები – ორი სააგენტოს შერწყმით მიღებული სარგებელი, რომელსაც Wunderman Thompson კლიენტებს მოუტანს. 

ეკა ყიფიანი – JWT Metro Tbilisi, კრეატივ დირექტორი: „ძალიან კარგი ამბავია, რადგან მსოფლიოში ძალიან ძლიერი ტანდემი შეიკრა და ეს, რა თქმა უნდა, გავლენას ჩვენზეც იქონიებს. მაგალითად, ადრე თუ J. Walter Thompson-ის ქსელთან გვქონდა წვდომა, მალე „ვუნდერმანის“ ქსელზეც მიგვიწვდება ხელი. ანუ, კომუნიკაციის დაგეგმვაში, ქსელურ კომპეტენციაში დამატებით, ტექნოლოგიები, მონაცმეთა ბაზის ანალიზი და მისი გამოყენება შემოვა. პირველ ეტაპზე ეს ცვლილება იმ ქვეყნებში აისახება, რომლებშიც ორივე სააგენტო დამოუკიდებლად არსებობდა, მაგალითად, ნიუ-იორკის J. Walter Thompson-ს ოფისს უკვე „ვუნდერმან ტომფსონი“ ჰქვია. ჩვენ, ჯერჯერობით, სახელსა და ლოგოს არ ვიცვლით, თუმცა როდის მოგვაკითხავენ ამ ცვლილებებისთვის, არ ვიცით. Wunderman Thompson გახდება სააგენტო, რომლის მთავარი აქცენტი კრეატივსა და ტექნოლოგიებზე გაკეთდება“.

Wunderbar Thompson-ის პირველი ნამუშევარი

განხილვა