ზაფხულის დღეების დადგომასთან ერთად, იზრდება რუჯის მიღების სურვილი და მოთხოვნილება. თუმცა მანამ, სანამ მზისგან დამცავი საშუალებები მულტიმილიარდ დოლარიანი ბიზნესი გახდებოდა, სილამაზის მთავარ ნიშანს ფერმკრთალი კანი წარმოადგენდა. სწორედ ამიტომ, ადამიანები იყენებდნენ სხვადასხვა მცენარეებსა და მინერალებს, მათ შორის თიხასა და კალციტის ფხვნილს, რათა საკუთარი კანი მზის ულტრაიისფერი სხივებისგან დაეცვათ. სწორედ ამ მზისგან დამცავი საშუალებების იდეა დაედო საფუძვლად დღევანდელ მზისგან დამცავი კრემების ინდუსტრიას.
შედეგად, 1920-იან წლებში გამოჩნდა სინთეტიკური ქიმიური კრემი, რომელიც რუჯის მოყვარულებს მზის დამწვრობის მიღებისგან პრევენციაში ეხმარებოდა.
დღეს რუჯის მიღება ფართოდ გავრცელებული რიტუალია. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებისთვის კარგად არის ცნობილი მზის ულტრაიისფერი სხივების გადაჭარბებული რაოდენობით მიღების საფრთხეები, რუჯი ზაფხულის განუყოფელ ნაწილად იქცა. მართალია, საუკეთესო არჩევანს დღის განმავლობაში ჩრდილის ქვეშ ყოფნა წარმოადგენს, მაგრამ საზოგადოების დიდი ნაწილი ამას არ აკეთებს. სწორედ ამიტომ, ჯანდაცვის სპეციალისტები გვირჩევენ, მოვერიდოთ მზეს, ან თუ ამას ვერ ვახერხებთ, მაშინ გამოვიყენოთ მზისგან დამცავი კრემები, დავიხუროთ ქუდი და მივიღოთ ბევრი წყალი, რათა არ მოხდეს ორგანიზმის დეჰიდრატაცია.
მსგავსი მითითებების შესრულება კი შესაძლებლობას მოგცემთ, თავიდან აირიდოთ მზისგან მიღებული დამწვრობა. მართალია, ამგვარი მიდგომა არ ახდენს ზიანის სრულად პრევენციას, მაგრამ ხელს უწყობს მზის ულტრაიისფერი სხივების მიღებასთან დაკავშირებული ზიანის შემცირებას.
ზიანის შემცირების სტრატეგია მოწევასთან დაკავშირებული რისკების შემცირების მიზნითაც ფართოდ გამოიყენება.
იცით რა ხდის მოწევას ასე მავნებელს?
თამბაქოს წვის დროს გამოიყოფა კვამლი, რომელიც 6000-ზე მეტი ქიმიური ნივთიერებისგან შედგება, მათგან 70 კი ჯანდაცვის ექსპერტების მიერ მავნე ან პოტენციურად მავნე ნივთიერებად სახელდება. საზოგადოების დიდი ნაწილი არასწორად მიიჩნევს, რომ ნიკოტინი წარმოადგენს მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების მთავარ გამომწვევ მიზეზს. სამეცნიერო მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ეს ასე არ არის.
მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების მთავარ გამომწვევ მიზეზად მეცნიერები თამბაქოს კვამლში შემავალ ტოქსიკური ნივთიერებებს ასახელებენ.
უდავოა, რომ მწეველთათვის საუკეთესო არჩევანს თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველი პროდუქტების მოხმარებისთვის თავის დანებება წარმოადგენს.
თუმცა იმ ზრდასრულ მწეველთათვის, რომლებიც სხვაგვარად გააგრძელებდნენ მოწევას, არსებობს თამბაქოს უკვამლო ალტერნატივები — ელ. სიგარეტები და თამბაქოს გასახურებელი პროდუქტები, რომლებიც მოწევის გაგრძელებასთან შედარებით უკეთეს არჩევანს წარმოადგენს. თამბაქოს უკვამლო მოწყობილობები არ იყენებენ წვას და არ გამოყოფენ კვამლს, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი მნიშვნელოვნად ამცირებენ მავნე ქიმიური ნივთიერებების რაოდენობას. მართალია, თამბაქოს უკვამლო მოწყობილობები არ არის სრულიად უსაფრთხო, რადგან შეიცავენ ნიკოტინს, თუმცა, ჯანდაცვის ექსპერტთა ნაწილი თანხმდება, რომ ისინი ტრადიციული მოწევასთან შედარებით უკეთეს ალტერნატივას წარმოადგენენ.
[პარტნიორის კონტენტი]