in ,

რა შეიძლება იყოს წვერის გაპარსვისთვის სერიოზული მიზეზი? – Gillette-ის კამპანია #BabyFace

ახალშობილის დაბადებიდან, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მისი კომუნიკაცია გარე სამყაროსთან და ადამიანებთან მხოლოდ ფიზიკური შეგრძნებით ხდება. შესაბამისად, პატარა მშობლებს შეხებით აღიქვამს და ნელ-ნელა ეჩვევა მათ კანს. თუმცა, რა ქნან მამებმა, რომლებსაც სახე წვერით აქვთ დაფარული.ზოგისთვის ეს ნამდვილი სიამაყეა,ზოგისთვის საუკეთესო საშუალება, რომ უფრო დიდის შეხედულება ჰქონდეს, ერთი სიტყვით, წვერის ტარების მიზეზი უამრავია. იმისთვის, რომ მომავალი მამებისთვის ვითარება უკეთ აეხსნა, Gillette-მა ძალიან საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარა. მონაწილეობა იმ მამაკაცებმა მიიღეს, რომლებიც სულ მოკლე პერიოდში პირველად გახდებოდნენ მამები. კომპანიამ მათ ჯერ წვერის მნიშვნელობა გამოკითხა, ხოლო შემდეგ ნათელი წარმოდგენა შეუქმნა იმისა, თუ როგორ აღიქვამდნენ ახალშობილები მამის წვერს. შედეგი იმდენად დამაფიქრებელი და ეფექტური აღმოჩნდა რომ მამაკაცები მაშინვე დაემშვიდობნენ წვერს. კამპანია #BabyFace-ზე, კომპანიასთან ერთად, სააგენტო Grey-მ იმუშავა.

 

უპერას ონლაინ გადახდები – UNICARD-ზე ქულების დაგროვების ახალი შესაძლებლობა

ნეირომარკეტინგის აკადემია – მარკეტინგულ აქტივობებზე ადამიანის ტვინის საპასუხო რეაქციების შესწავლა