in

წვიმის წვეთებს ელექტროენერგიის წარმოსაქმნელად გამოიყენებენ — კვლევა

ქარი, მზე და ჰიდროენერგეტიკა შესანიშნავ ალტერნატიულ წყაროს წარმოადგენს ენერგიის წარმოსაქმნელად — თანაც, წიაღისეული საწვავისგან განსხვავებით, მდგრად განვითარებაზეა ორიენტირებული. ახლა კი იტალიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (IIT) მეცნიერებმა კიდევ ერთ წყაროს მიაკვლიეს: წვიმის წვეთებს.

M2
M2

არსებითად, პროექტი ასე მუშაობს: წვიმის წვეთები ხელოვნურ ფოთლებზე გროვდება, შემდეგ კი ელექტროენერგიად გარდაიქმნება. თავდაპირველად ხელოვნური ვერსიები რეალურ მცენარეებს შორის იქნება განთავსებული, წყლისა და ქარის ერთდროულად მოსაპოვებლად. მოპოვებული მუხტები მცენარის შიდა ფიჭურ ქსოვილში ინახება, სადაც დენის წარმოქმნა შესაძლებელია.

კვლევაში ისიც კია განხილული, რომ ადრე არსებობდა ხელოვნური ფოთლები, რომლებიც დინების წარმოსაქმნელად არსებობდა. თუმცა წვიმის წყლის ელექტროენერგიად გადაქცევის პროცესი ახალია — ეს შეიძლება სასარგებლოც კი აღმოჩნდეს, რადგან ქარიშხლის დროს მცენარეები ზედმეტად ტენიანია, რაც დიდი ენერგიის წარმოქმნას შეუწყობს ხელს. სტაბილურ ამინდში ამ გზით მოპოვებული ენერგია 40 ვოლტს აღწევს და 11 LED ნათურის ერთდროულად ჩართვა შეუძლია.

ამავდროულად, ანგარიშში ნათქვამია, რომ წვიმის წვეთებისგან მოპოვებული ელექტროენერგია ისეთი მოწყობილობებისთვის, როგორებიცაა სასოფლო-სამეურნეო აპლიკაციები, დისტანციურად სამართავი გაჯეტებისთვის.

ამ ეტაპისთვის დამატებითი კვლევების ჩატარებაა საჭირო, მაგრამ გუნდმა უკვე შეიტანა პატენტი და ცდილობს, პოტენციურ ბაზრებზე გაიტანოს წარმოებისთვის.

8000 მოსავალს ვოლტი მოგიტანს

Sony World Photography Awards-ის ღია კონკურსის გამარჯვებული ფოტოები ცნობილია!