ორთაბრძოლის ყურება ბევრს დიდ სიამოვნებას ანიჭებს. ალბათ, სწორედ ეს გახდა თემატური ვიდეოთამაშების შექმნის საფუძველიც. წარმოიდგინეთ, როგორია ძალაუფლების შეგრძნება, როდესაც მაგალითად, ჰალკ ჰოგანისა და სტივ ოსტინის შერკინება შეგიძლია. რეკლამაში, რომელიც ვიდეოთამაშ WWE 2K20-ისთვის შეიქმნა, ცნობილი მებრძოლები მონაწილეობენ. სიუჟეტის მიხედვით, მოქმედება გალა ვახშამზე ვითარდება, სადაც სმოკინგებსა და საღამოს კაბებში გამოწყობილი ლეგენდარული მებრძოლები ერთმანეთს ხვდებიან და სულ მალე, გვიჩნდება შეგრძნება, რომ პატარა ფილმში ამოვყავით თავი.ჰაერში დენთის სუნი დგას. თითქოს, ეს-ესაა ორთაბრძოლა უნდა დაიწყოს… კამპანიაზე სააგენტომ barrettSF იმუშავა.