ბევრს ვსაუბრობთ გლობალური დათბობის შედეგებზე, ტემპერატურის მატებასა და სითბურ ტალღებზე, თუმცა ნაკლებად თვალსაჩინოა, რა ხდება წყლის ქვეშ. ვიცით, რომ წლის საშუალო ტემპერატურამ მოიმატა, მაგრამ რეალურად, როგორია „ცხელ წყალში“ ცხოვრება წყალქვეშა ეკოსისტემებისთვის? სწორედ ამ კითხვას პასუხობს WWF-ის ანიმაცია — თერმული კამერებითა და კონტრასტული ფერებით პლანეტის მზარდი ტემპერატურის შესახებ გვიყვებიან.
„ეს საოცარი ფილმი აღძრავს კავშირს ადამიანებსა და ოკეანეებს შორის, იყენებს ხელოვნებასა და ტექნოლოგიას, რათა კლიმატის ცვლილების დამანგრეველი ეფექტის ილუსტრაცია შემოგვთავაზოს, რასაც ჩვეულებრივ შეუიარაღებელი თვალით ვერ ვხედავთ, მაგრამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით იგრძნობა…“, — აცხადებს პეპე კლარკი, WWF-დან.
ახლა კი ნახეთ, როგორია „ცხელ წყალში“ ცხოვრება:
ანიმაცია საინტერესო გზავნილებით მთავრდება, რომელთა შორის ერთ-ერთი წიაღისეული საწვავის მოხმარების შემცირებისკენ მოგვიწოდებს. ამ უკანასკნელის უკან კი კვლევა დგას, რომლის თანახმადაც 2024 წელს CO2-ის ემისიების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.