1945 წელს, ნიუ-იორკში, კომპოზიტორმა ბელა ბარტოკმა მისი უკანასკნელი დასრულებული ნაწარმოები Piano Concerto No. 3 (in E major) შექმნა. ეს ნაწარმოები განსაკუთრებული იმითაა, რომ ჩიტების ჭიკჭიკს მოიცავს, რასაც კომპოზიტორი ტყეში უსმენდა და აგროვებდა ხოლმე. საბედნიეროდ, მისი შედევრი, ჩიტების გარდა, ადამიანებმაც მოიწონეს. წლების შემდეგ, WWF-მ გადაწყვიტა, ეს გალობა ტყეში დაებრუნებინა და თავად ჩიტებისთვის მიეცა მისი მოსმენის საშუალება. ნახეთ, როგორი იყო ფრინველების გამოხმაურება მუსიკაზე.
მოუსმინეთ, როგორია ჩიტების რეაქცია ფლეიტაზე – WWF-ის კამპანია
ჩიტების ჭიკჭიკი კომპოზიტორმა ბელა ბარტოკმა შეაგროვა და თავის ნაწარმოებში გააერთიანა
