10
Apr
2019

WWF-სა და თამაშ “ფორტნაითის” ერთობლივი ეკოლოგიური კამპანია

10 Apr 2019



გარემოს დაცვის ორგანიზაციამ WWF, კომპიუტერულ თამაშ “ფორტნაითთან ერთად”, კამპანია წამოიწყო. კამპანიის მიზანია, ეკოლოგიური საკითხების მიმართ ცნობადობის ამაღლება. ყოველდღიურად, ონლაინ თამაშ “ფორტნაითში” 250 მლნ ადამიანი ერთვება და პოსტაპოკალიპტურ სამყაროში, გადარჩენისთვის იბრძვის. WWF-მ განიზრახა გეიმერებისთვის ეჩვენებინა, რომ ბუნებრივი რესურსების გარეშე, გადარჩენა გაცილებით რთული ამოცანა იქნებოდა. კამპანიის #NoBuildChallenge ფარგლებში, მოთამაშეებს ეკრძალებათ გამოიყენონ წყალი, ხე და ქვა (ეს რესურსები თამაშში, როგორც წესი, სერიოზულად ეხმარება გეიმერს) თავშესაფრად. დროა, თამაშთან ერთად, გავიაზროთ, რომ რესურსებს აუცილებლად უნდა გავუფრთხილდეთ.

ესეც თამაში ახალი თემატიკით.

განხილვა