WWF გვიყვება, როგორი იყო ათასწლეულების განმავლობაში, არქტიკის ოკეანეთის ხმა და როგორ შეცვალა ის ინდუსტრიალიზაციამ. ბოლო 200 წლის მანძილზე, არქტიკაში მცხოვრებ ვეშაპებს გაუსაძლისი პირობები შეექმნათ საცხოვრებლად, უჭირთ საკვებისა და პარტნიორის პოვნა, ემსხვერპლებიან მოწამლულ გარემოს. ხმაური, რაც თანამედროვე ტექნოლოგიებმა შეიტანეს არქტიკაში, წყალქვეშა სამყაროსთვის დამღუპველია და სწორედ ამის შესახებ ცდილობს WWF ცნობიერების ამაღლებას.