in

WWF-ის პოსტერები ბუნებაში სეირნობის მიზეზებს გვაძლევს

WWF-ს ერთი მარტივი რაღაც აქვთ ჩვენთვის სათქმელი, რომ ბუნებაში ყოფნა სასარგებლოა —  თუ გარეთ 20 წუთს გაატარებთ, თქვენი მენტალური ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. ამ გზავნილის გადმოსაცემად კი საშემოდგომო პეიზაჟებთან შერწყმა გადაწყვიტა, უფრო სწორად მომენტებთან, რომლებსაც გარეთ სეირნობისას ვაწყდებით ხოლმე. ამგვარად, პოსტერების ფორმატში თავჩარგული იხვები, ცისარტყელა და სხვა კადრები ჩაატია.

BOG

თუმცა WWF OOH-ის კამპანიასთან ერთად, რომელსაც ბოლოს გაჩვენებთ, სატელევიზიო სიუჟეტსაც გვთავაზობენ, რომელშიც ექიმი ბუნებაში ყოფნის სარგებელს გვიხსნის მანამ, სანამ კამერა შეტრიალდება…

„WWF-ში ჩვენი საქმე ბუნების აღდგენას ეხება, თუმცა ამ კამპანიით გვსურს, ადამიანებს შევახსენოთ, რომ ბუნებაც გვეხმარება ჩვენ გამოჯანმრთელებასა თუ ძალების აღდგენაში. თუ შეგვიძლია ყველას ვუბიძგოთ ბუნებასთან კავშირისკენ, ჩვენ ასევე გვაქვს უნარი, მივიღოთ მხარდაჭერა მის დასაცავად და განვახორციელოთ ცვლილებები, რომლებიც საჭიროა სიცოცხლის ასაღორძინებლად“, — აცხადებს ლისა ლი, WWF-დან.

მეტიც, WWF-მ გზავნილი ფერთა პალიტრით გადმოგვცა:

კამპანიაზე Uncommon Creative Studio-მ იმუშავა, დაპირებული პოსტერები კი ქვემოთ ნახეთ, რომლებზეც პატარა კომენტარებსაც ამოიკითხავთ:

 

Bentley-მ 1930-წლის მოდელი ხელახლა ხელით შექმნა

კავკასიის ავტოიმპორტი – ერთადერთი ქართული საფეხბურთო გუნდი მინი ფეხბურთის ჩემპიონთა ლიგაზე