ილონ მასკმა ტვიტერი ჩვენთვის საყვარელი ლურჯი ფრინველით წარსულს რომ ჩააბარა და მთელი მსოფლიო განიცდის ამას, WWF-მ კაცობრიობის გასაფრთხილებლად გამოიყენა. რომ რეალურ სამყაროში ზუსტად ისე გადაშენდება ფრინველთა სახეობები, როგორც ტვიტერის ლოგოს მოუვიდა; რომ თუ არ დავიცავთ, ზუსტად ისე გადაიხაზება, როგორც ეს მასკმა გააკეთა.
„მთელი მსოფლიო გლოვობს ტვიტერის ჩიტის დაკარგვას. რეალურად კი, ფრინველის თითქმის მილიონამდე სახეობას ემუქრება გადაშენება. დღეს ჩვენ დინოზავრების ეპოქის დასრულების შემდეგ, სახეობების გადაშენების უდიდესი საფრთხის წინაშე ვართ. ძუძუმწოვართა მეოთხედი, ყოველი რვიდან 1 ფრინველის სახეობა, ზვიგენთა 30% და ამფიბიების 40% საფრთხის ქვეშაა. დაგვეხმარეთ ცხოველების გადარჩენაში“, — წერს ორგანიზაცია სოციალურ ქსელში.
ტვიტერის ლოგოს „ევოლუციის“ სურათი სარეკლამო სააგენტო McCann Germany-ის ეკუთვნის, თუმცა ეს, როგორც ჩანს, WWF-ისთვის უფრო მეტად რაღაცის დასაწყისად, განვითარებად და დასრულებად აღიქმება.