in

ანიმაციური სამყარო, რომლისაც WWF-ს ეშინია

BOG
BOG

ველური ბუნების მსოფლიო ფონდი (WWF) კლიმატის საგანგებო პრობლემებთან დაკავშირებით მოკლემეტრაჟიან ფილმს უშვებს, სახელწოდებით Up in Smoke. ფონდისა და სტუდია NOMINT-ის ერთობლივი მუშაობის შედეგად, სტოპ-მოუშენის ანიმაცია შეიქმნა, რომელიც რეალური კვამლითაა გაჯერებული. მიზანი წიაღისეული საწვავით გამოწვეული გლობალური პრობლემების ჩვენება იყო — კერძოდ იმის, რამდენად საზიანოა გამონაბოლქვი გარემოსთვის და ადამიანებისთვის.

ანიმაცია მაყურებლებს კვამლში გახვეულ სამყაროში ამოგზაურებს, სადაც ახალგაზრდა გოგონა მთელი კაცობრიობის სახეს წარმოადგენს. კაცობრიობის, რომელიც საწვავის „დაუნდობლად“ გამოყენების საშინელი შედეგების წინაშე დგას.

ნარატივის გასაცოცხლებლად 700-ზე მეტი უნიკალური, 3D პრინტერით დაბეჭდილი სკულპტურა გამოიყენეს.

გაცნობის პირველი აპლიკაცია, რომლის იდეაც გარი კრემენს საკუთარი პარტნიორის ძიებისას მოუვიდა

Grand Theft Auto VI-ის ოფიციალური თრეილერი გამოვიდა!