in

მეორე მსოფლიო ომის ჯარისკაცის წერილი მეუღლემ 76 წლის დაგვიანებით მიიღო

მამაკაცი 2015 წელს გარდაიცვალა

როდესაც ამერიკელი ჯარისკაცი ჯონ გონსალვესი მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიაში იმყოფებოდა, დედას წერილი მისწერა. მართალია, 1945 წლის წერილი დედამდე არ მისულა, მაგრამ 76 წლის დაგვიანებით ჯონის მეუღლემ მიიღო.

გონსალვესის ცოლი, ანჯელინა, გაოგნებული დარჩა, როდესაც ფოსტალიონმა საჰაერო ფოსტის კონვერტი მიუტანა… წერილი 1945 წლის 6 დეკემბრით იყო დათარიღებული — მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან რამდენიმე თვის შემდეგ. ჯონი იტყობინებოდა, რომ სახლში მალე დაბრუნდებოდა. ასევე, ის საკმაოდ ცუდი საკვებისა და საშინელი ამინდის გამო წუწუნებდა.

წერილის დაწერის პერიოდში ანჯელინა და ჯონი ერთმანეთს არ იცნობდნენ. ისინი 1953 წელს დაქორწინდნენ და ხუთი ვაჟი შეეძინათ. 61 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ კი ჯონი გარდაიცვალა… ასე რომ, მისი ქვრივისთვის ამ წერილის წაკითხვა დროის უკან დაბრუნებას ჰგავდა. “უცნაური გრძნობა იყო. თითქოს აქ იდგა და თვითონ მიკითხავდა… გამეღიმა, როცა მისი ლამაზი ხელწერა დავინახე. ყოველთვის მომწონდა, როგორ წერდა წერილებს”, — ამბობს ანჯელინა.

უცნობია, სად ინახებოდა წერილი შვიდ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში. ის მხოლოდ 2021 წლის ბოლოს იპოვეს აშშ-ის საფოსტო სამსახურის ცენტრში. თანამშრომლებისთვის აშკარა იყო, რამდენად განსაკუთრებული იყო ეს წერილი ოჯახისთვის და მცირე “დეტექტიური მოკვლევის” საფუძველზე ადვილად მიაგნეს მფლობელს. “თქვენი ოჯახის ისტორიისა და მნიშვნელობიდან გამომდინარე, ამ წერილის მიწოდებას ჩვენთვის უდიდესი ემოციის მატარებელია”.

Soove — სახის მონიტორნინგისთვის შექმნილი სანდო მოწყობილობა

ჩინელი მეცნიერების განცხადებით, მათ უძველესი ყვავილი აღმოაჩინეს